ვიცი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობის რისკის ფასად შევძელით მონაწილეობა მიგვეღო
პროექტში”მეცნიერება კაპიტანია”, რითაც საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებისა და “ჰორიზონტი 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე!
„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.
ჩვენს საამაყო მეცნიერებს გილოცავთ ამ მოვლენას და გისურვებთ ჯანმრთელობას