გოგი გვახარიას “წითელი ზონიდან” ერთი გადაცემა მინდა გაგახსენოთ.
Zviad Kvatchantiradze: იგი თავიდან ბოლომდე ეძღვნება ჩემი თაობისთვის ძალიან საყვარელ ადამიანს , კინოკრიტიკოს ოთარ სეფიაშვილს. დიახ, იმ ეპიკური ტელეგადაცემის “ილუზიონის” ავტორს და წამყვანს. 1996 წლიდან ბატონი ოთარი ემიგრაციაში წავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა. სწორედ ნიუ -იორკშია ჩაწერილი მთლიანად ეს გადაცემა. მსიამოვნებს იმის გახსენება, რომ სულ იოტისოდენა ხელშეწყობა მაინც შევძელი მაშინ ამ შეხვედრის ორგანიზებაში.
დღეს, ოთარ სეფიაშვილი ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი სახელი ჩვენს თანამედროვეებს დიდხანს ემახსოვრებათ, რადგანაც თავის დროზე, სწორედ მან შეძლო ჩვენს ყოველმხრივ ჩაკეტილ საბჭოთა საქართველოში მზის სხივის შემოტანა თავისი საუკეთესოდ ჩაფიქრებული ტელეგადაცემით, რომელიც დროს უსწრებდა. “ილუზიონის” წყალობით მხოლოდ ჩვენ , ქართველებს და არავის სხვას, იმდროინდელ სსრკ- ში, გვქონდა უნიკალური საშუალება სატელევიზიო ეკრანზე გვენახა მსოფლიო კინოს შედევრები და მოგვესმინა ამ დიდი ადამიანის საშუალებით ნანახი ფილმების შინაარსიანი განხილვა.
მე, როგორც კინოს უსაზღვროდ მოყვარული ვთვლი, რომ ოთარ სეფიაშვილის სახელი ჩვენმა თაობამ როგორმე უნდა უკვდავყოს. გარდაცვალების შემდეგ მაინც, რაც შეიძლება უნდა დავაფასოთ ეს დიდებული ადამიანი, რომელმაც , მართლა ბევრი მოგვცა. ნახეთ და
მოუსმინეთ უნიჭიერესი გოგი გვახარიას ამ გამორჩეულად ბრწყინვალე და ღირსეულ გადაცემას, ასევე უნიჭიერეს ოთარ სეფიაშვილზე. ღმერთმა აცხონოს მისი სული. მოგვიანებით,
კიდევ დავწერ მასზე და გავიხსენებ ჩვენ ერთადერთ შეხვედრას, როდესაც მე მას მოვუყევი ის ამბავი, რომ “ვესტ-საიდის ისტორიის” სრული შინაარსი ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, ბავშვობაში, როდესაც ფილმი შესყიდული კი იყო სსრკ-ში, მაგრამ გაქირავებაში არ იყო გასული წლების მანძილზე. სასაცილოა, რომ არც მე მქონდა ფილმი ნანახი, მაგრამ მისი სიუჟეტი ზეპირად ვიცოდი, თუმცა ეს ცალკე ისტორიაა….
ახლა თემას აღარ გადავუხვევ და გტოვებთ ამ გადაცემის საყურებლად მარტო, საკუთარ თავებთან, მეგობრებო. ისიამოვნეთ, საინტერესო , მონატრებული ადამიანებით, რომელთაც აქ იხილავთ და უაღრესად საინტერესო მომენტებით, რითაც სავსეა ეს გადაცემა. ერთ-ერთ ასეთ მომენტს დაგისპოილერებთ: ამ გადაცემის ნახვისას აღმოვაჩინე , რომ 1965 წლის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე სერგო ზაქარიაძეს, რომელმაც სოფი ლორენთან ერთად საუკეთესო მსახიობის პრიზი მიიღო სამადლობელი სიტყვა ქართულ ენაზე წარმოუთქვამს, თუმცა იგი ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა და უმეტესწილად რუსულ ენას იყენებდა ყოველდღიურობაში, როგორც იმდროინდელი ქართული საბჭოთა ინტელიგენციის დიდი ნაწილი.
მოკლედ, უყურეთ და ისიამოვნეთ და დიდი მადლობა გოგი გვახარიას.
ვიკიპედია: biyografi ; Giorgi Gvakharia, 7 Mart 1957’de Tiflis’te doğdu. 1979’da Tiflis Sanat Akademisi Sanat Bilimleri Fakültesi’nden mezun oldu. [1] 1980 – 1996 yıllarında Devlet Radyo ve Televizyon Kurumu’nda çalıştı. [2] 1983-1987 yıllarında Tiflis Devlet Üniversitesi Sanat Fakültesi’nde kıdemli öğretmenlik yaptı ; 1989’dan beri Tiflis Devlet Tiyatroları Enstitüsü’nde öğretmenlik yapmaktadır . 1980’lerin ilk yarısında Gürcistan Görüntü Yönetmenleri Birliği üyeliğine seçildi. 2003 – 2011 “Açık Toplum – Georgia” vakfının yönetim kurulu üyesiydi. 1997 – 2005 yıllarında “Rustavi 2” kanalında yazarın “Psiko” programını sundu; 1988’den 2014’e kadar Shota Rustaveli Tiflis Devlet Tiyatro ve Sinema Üniversitesi’nde tam profesördü – 2014’ten beri Ilia Devlet Üniversitesi’nde profesör . Aynı yıl “Saba” edebiyat ödülünün en iyi deneme ve belgesel nesir dalında sahibi oldu. [3]
2006’dan beri Gogi Gvakharia , Radio Liberty ve Public Broadcaster “Red Zone” ortak programına ev sahipliği yapıyor. Yayınları aktif olarak Radio Liberty web sitesinde ve “Hot Chocolate” dergisinde yayınlanmaktadır. Aynı derginin “Kino” ekinin baş editörüydü. Gvakharia her yıl Cannes Film Festivali’nden bir rapor getiriyor . [4]
Yayınlanmış iki kitabı vardır: “Gözyaşı Gözlükleri” (2013) [5] ve “Kalatozishvili (Kalatozov)” (2019).