* * *
გენრიეტა ქუთათელაძე:
ციკლიდან: შემოდგომის ეტიუდები
ისე ნარნარად ირწეოდა იასამანი,
ცეკვავდა თითქოს…
და ტოტს, როგორც ხელს საამბოროდ უწვდიდა წვიმას;
წვიმა კი წვიმდა,
ნელა და მშვიდად,
ძირს ჩამოჰქონდა ზეცის მუსიკა…
აშარიშურდნენ მერე ფოთლები
და მთელი გულით დაეწაფნენ
ანკარა წვიმას,
მაგონებდნენ მე ფოთლები
ღვინისმსმელ კაცებს,
ბახუსის ტრფიალთ.
მოვარდა მერე ქარი ღმუილით,
სილა გააწნა იასამანს და წააქცია;
ცას გაბრაზება დაეტყო უმალ,
დასცხო წვიმამ თავგამეტებით
და გადარეცხა ირგვლივ ყოველი,
დარდებს ჩემსას-
სულის სკნელებში ჩაბესკნილს,
ტვირთად რომ მაწევს ეს რა ხანია,
ვერა და ვერა , ვერ მოერია;
ნეტავ გაექრო!
გენრიეტა ქუთათელაძე
11/11-2024.
ნახატი მზია ხალვაშისა