Tea Tetradze
14 ში მამა შალვასთან ვიყავით მე და ჩემი მეგობარი,ვაკეში, წირვაზე, იქედან 7 საათი ხდებოდა რუსთაველზე ჩავედით, ნაძვის ხის ანთებას უნდა დავსწრებოდით, ვერავინ ვნახე ჩვენები, საშინელი აურა იგრძნობოდა,ზოგს ჯიბეში, ზოგსაც ღიად ეჭირათ ბოთლები, დოლები, საყვირები, დაძაბული,გაბოროტებული, ღვარძლიანი, გამომეტყველებით, ქცევით, საუბრით მივხვდით, რომ მათ შუაში აღმოვჩნდით, ამ დროს ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომელიც გამგეობაში მუშაობს,გამოდი არ აინთება ნაძვისხე, პროვოკაცია აქვთ დაგეგმილიო, გვციოდა, გაყინულებმა ერთ გოგოს ვკითხეთ, ევროპის დროშა ჰქონდა შემოხვეული, ყავა სად შეგვიძლია ვიყიდოთქო, თუ აქციის მონაწილე ხარ იქეთ რუსები გვიდუღებენო, ჩემმა დაქალმა გაოცებულმა ჰკითხა “რუსები?” ხო “პუტინ ხუილოს” რომ ამბობენ ის რუსებიო,სიმწრით გამეცინა,თან გავიფიქრე ნეტა ამ ბავშვმა თუ იცის, რომ ერთი რუსიც თუ დაზარალდა აქციაზე, პუტინს შეუძლია ჯარი შემოიყვანოს, კანონში უწერია ” თუ სამეზობლოში არეულობაა და მისი მოქალაქეები იმყოფებიან, შეუძლია მათი დაცვის მიზნით შემოვიდეს, ათადი ჯურის ხალხი ვნახე, განსაკუთრებით უკრაინელები და რუსები, რომლებმაც თავის ქვეყანაში ხომ დაალაგეს სიტუაცია და ეხლა ჩვენ გვეხმარებიან😥 ერთი სული გვქონდა იქედან გაგვეღწია, პირველად ვიგრძენი საკუთარ ქალაქში უცხოდ თავი, თითქოს სხვა სამყაროში ვიყავი, ეს არ იყო ის რუსთაველის გამზირი სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გავატარეთ, სადაც გალაკტიონი,გიგლა,ტიციანი,პაოლო დააბიჯებდა, წაუშლიათ მათი ნაკვალევიც, ჩემი სიყვარულის, საოცარი ურთიერთობის, ღიმილის, მეგობრობის რუსთაველის გამზირი, სიძულვილის ბუდეთ გადაუქცევიათ, 9 აპრილის მემორიალთან სადაც ჩვენი მართლა გულანთებული, საუკეთესო ახალგაზრდობა დაიხოცა, იქ სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ვითხოვდით, სადაც სანთლები გვენთო და ვლოცულობდით, უფლის გამოსახულებით კუბო დაწვეს, იქ სადაც თავისუფლებას ვუმღეროდით დღეს მონობას ითხოვენ😥 პიონერთა სასახლესთან სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გავატარე, დავინახეთ უამრავი ხალხი მოდიოდა თავისუფლების მოედნიდან, ვიზუალით, სიმაღლით, ქცევით, გამომეტყველებით, ვაჟკაცური მიხვრა მოხვრით, ჩაცმულობით, ქალი ქალს ჰგავდა, კაცი კაცს მივხვდით ვინც იყვნენ, რა უხერხულია სიტყვა “ჩვენებს” ვერ ვამბობ, რადგან ისინიც, ხომ ჩვენები არიან, ჩვენი სისხლი და ხორცი, შეგნებული ნაძირლების გარდა, იქ ხომ ჩვენი მოტყუებული, გაბითურებული, განათლების სისტემის და პროპაგანდის მსხვერპლნი, ჩვენი ახალგაზრდები დგანან😥 საშინელი სანახავი იყო 4 რიგად ჩამწკრივებული პოლიცია, რომელიც ორივე მხარეს მდგომ ქართველებს გვიცავდა, მერე მამუკა მდინარაძე ჩამოვიდს და გვთხოვა დაიშალეთ, პროვოკაციას არ ავყვეთ, ქართველი ქართველს ხომ არ დავუპირისპირდებითო, 😥 როგორ დავეცით ასე, როდის შეგვძულდა ასე ერთმანეთი, ცრემლები მომაწვა, 9 აპრილის საქართველო გამახსენდა როგორ გვიყვარდა სრულიად ერს ერთმანეთი,როგორ ვიყავით ერთ მუშტად შეკრულნი✊ პუშკინის ქუჩაზე ჩავედით, სანამ ტაქსი მოვიდოდა კუთხეში დავდექი და გულში ვლოცულობდი, უფალს ვავედრებდი ჩემს ხალხს და ქვეყანას, იქეთ და აქეთ მდგომი ქართველების ერთობას და სიყვარულს♥️🙏





























