ს ი ზ მ ა რ ი
ძლივს გავხსენი წუხანდელი სიზმრის ფაილი ,
ღმერთო, მიშველე,რა საშინელი სიზმარი იყო:
დინოზავრები,
ყოვლისმჭამელი დინოზავრები,
კუდებს იქნევდნენ გავეშებულნი…
ცეცხლის ენები ლოკავდა მიწას,
ზღვაც ბობოქრობდა აბორგებული,
გაავებული ცაი მძვინვარე
ელვის მათრახებს ურტყამდა ხეებს,
მიწას კი, მიწას პირი დაეღო
და თავის წიაღში ისრუტავდა
დიდს თუ პატარას…
შიში მზარავდა,
თვალები დავხუჭე
ჩემი სიკვდილი რომ არ მენახა;
ვაი, რომ კაცი ვიყავ,
ჩიტივით რკინის გალიაში გამოკეტილი,
თავისუფლებაწართმეული,
განწირული,
მთელი სიცოცხლე
დაფარულის შეცნობა რომ სწადია,
თავისუფლება სურს,
მაგრამ ამაოდ, გონი არ ჰყოფნის.
რომ გამეღვიძა,შვება ვიგრძენი
და რომ არ ახდეს ეს სიზმარი
/როგორც გვირჩევენ,ძველთაგან თქმულა/
ჩემო ბატონო,თქვენამდე წყალს მოვუყევი.