ჩ ე მ ი ქ ა რ თ უ ლ ი თ ქ ვ ე ნ ი ხ ე ლ შ ი გ ა ი ზ ა რ დ ა
ბავშვობიდან ძალიან ცოტა ვიცოდი ქართული ჩემი სოფლის კილოთი ვსაუბრობდი. 2006 წელს ჩემმა უძვირფასესმა მასწავლებელმა ქალბატონმა მანანა გურგენიძემ ქართული წერა-კითხვა რომ მასწავლა მე ჯერ არ ვიცოდი რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ძნელ ენას ვსწავლობდი. ძალიან შეყვარებული ვიყავი ამ ენაზე. წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ საერთოდ ვერ ვგებულობდი. საზოგადოებრივ ქსელებში (განსაკუთრებით ფეის ბუქში) ბევრი მეგობარი შევიძინე. სტამბოლშიც ქართველი მეგობრები. ასევე საქართველოშიც. ყველა დამეხმარა ცოტა თუ ბევრი ქართულის სწავლაში. გვიან ვისწავლე რომ ქართულში 18 ზე მეტი კილო ყოფილა და კიდევ 19-ე კილო ჩემი კილო იყო, რადგან ჩემს ქართულში ყველა ტერიტორიის ქართული კილოა თავმოყრილი, რადგან სხვადასხვა კილოზე მოსაუბრე ქართველი მეგობრები მყავს.
ასე რომ, ვფიქრობ, მეგობრებო, ჩემი ქართული თქვენს ხელში გაიზარდა.
