პოე ძველი: გახსოვთ ამბავი მოხუცი ქალის შესახებ, რომელსაც ყუთი სავსე მწიფე მსხალით შეხვდა? ის ყოველდღე ჭამდა დამპალს და საუკეთესოებს ხვალისთვის ინახავდა. ხვალ კი უკვე შემდეგი იყო დამპალი და მას ჭამდა. ეს ასე მეორდებოდა დღიდან დღემდე, სანამ მსხლები არ გათავდა.
საბოლოოდ, ქალმა ვერც ერთი კარგი მსხალი ვერ გასინჯა.
საბოლოო ჯამში — ეს ისტორიაა მართალი.
გაუბედურებელი.
და ძალიან დამაფიქრებელი.
გუშინ აგარაკზე მეზობელმა საუბარი დამიწყო. ვეკითხები:
– რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?
ის ჩაფიქრდა, სევდიანად გაეღიმა და მითხრა:
– ვერც კი გავიგე, როგორ გავიდა ცხოვრება.
რა თქმა უნდა, დავიწყე მისი დამშვიდება, რაზეც მან მითხრა ფრაზა, რომელმაც, ეს პოსტი ჩამაწერინა:
– სულ ვფიქრობდი: აი, ფულს ვიშოვი, აი, აგარაკს ავაშენებ, აი, ბავშვები გაიზრდებიან და მერე დავიწყებ ჩემს ცხოვრებას. შევიჭრი თმას მოდურად, მხოლოდ კაბებს ჩავიცვამ. მე ხომ სულ შარვლებში დავდივარ, – გაისრისა თავისი გასუქებული თეძოები, – მაგრამ ყოველთვის კაბებზე ვოცნებობდი. შარვლებში კი მოსახერხებელია…
ის გაჩუმდა. მე არ დავაჩქარე.
– ბავშვები გაიზარდნენ, აგარაკიც ავაშენე, ფულიც მაქვს, მაგრამ… ისევ ჯინსებს ვატარებ. თმაც ისევ იგივეა – სულელური კუდი კეფაზე.
ძალიან მინდოდა, მხნეობა მიმეცა.
– მაშ, რა გიშლის ხელს? წადი ახლავე სალონში! იყიდე კაბა, მოდური!
ის კი სუსტად გაეცინა:
– აღარ მინდა. დავიღალე. ხვდები? რეალობამ იმედები ვერ გაამართლა. მარადიულმა სირბილმა გადამღალა. ვერ მივხვდი, როგორ დავბერდი. ვირთხების რბოლამ დამამარცხა…
ნახევარი ღამე ვფიქრობდი მის სიტყვებზე.
ვითხრების რბოლამ დაამარცხა…
ამ ქალს „მერე“ აღარ აღმოჩნდა. ის დაიცალა, დაიწვა. სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევა არ არის. ასეთები მილიონებია.
ოდესღაც წავიკითხე საოცარი გამონათქვამი:
გზა სახელად „მერე“ მიგვიყვანს ქვეყანაში სახელად „არასოდეს“.
იცხოვრეთ აქ და ახლა! მიიღეთ გადაწყვეტილებები!
იმოქმედეთ! მეორე ცხოვრება ამ სხეულში აღარ გექნებათ!
ჭამეთ და დალიეთ ლამაზი ჭურჭლიდან. ჩემთვის ცხოვრებაში სამი ფეტიში არსებობს – წიგნები, შარფები და ჭურჭელი. დამიჯერეთ, ეს საოცარია.
ისიამოვნეთ ახალი მოხარშული ინდაურის გემოთი – ნუ შეინახავთ საყინულეში.
გასინჯეთ ნამდვილი, წითელი ვაშლის ნაყოფი – ნუ დაელოდებით, სანამ წვენს დაკარგავს.
ჩაიცვით ლამაზი კაბა, მოირგეთ ფეხსაცმელი და მოხიბლული მზერების ფონზე გადით მაღაზიაში.
დალიოთ თქვენი საყვარელი ყავა – დაე, თქვენი გემოს რეცეპტორები სიამოვნებით დაიხრჩოს.
კითხეთ წიგნები, იმოგზაურეთ.
გამოაცხვეთ ბოლოს და ბოლოს ის ნამცხვარი, რომლის გაკეთებასაც მუდამ დროის უკმარისობის გამო გადადებთ.
და რაც მთავარია – არ გადადოთ სითბო, სიკეთე, მზრუნველობა.
გიყვარდეთ მთელი გულით!
ჩაეხუტეთ, აკოცეთ ახლობლებს. გაუკეთეთ კომპლიმენტები. იყავით გულუხვი გულისხმიერებით.
ეს ყველაფერი გაგხდით ბედნიერ ადამიანად!!!
ხოლო ბედნიერს ყველაფერი შეუძლია! ✨
/ანჟელა ბანტოვსკაია/