ქართველი მეფის აშოტ დიდის საფლავი
როგორც კი ცნობა გავრცელდა, ტაო კლარჯეთში, კერძოდ, არტანუჯის ციხე ქალაქში სახელოვანი ქართველი მეფის აშოტ დიდის( კურაპალატი წოდებაა, რომელსაც ბიზანტიელები ჩვენს მეფეებს ანიჭებდნენ) საფლავი აღმოაჩინესო, ამ სასიხარულო სიახლის გააზრება ვინ გვაცალა, უმალ უსამშობლო სნობების ურდო დაქოქეს და შხამიანი, არაეროვნული კომენტარების ქარავანი დაძრეს: აქაოდა, რას ზეიმობთ, აშოტი სომეხი იყოო.
ჰოდა, ვინც ამ ყალბ ცილისწამებას საქვეყნოდ ჩმახავს, იმ ქართველთმოძულე ნაძირალების გასაგებად ხმამაღლა ვაცხადებ: თქვე სულგაყიდულებო, ხმა ჩაიკმინდეთ! სანამ უსინდისო ტყუილებს წამოროშავთ, უწინარესად უფლის რისხვის გეშინოდეთ!
მადლობა ღმერთს, ისტორიული წყაროები საკმაოდ მოგვეპოვება, რომელშიც ბაგრატიონთა დინასტიის დამაარსებლის ღვაწლი სამშობლოს წინაშე სათანადოდაა წარმოჩენილი. ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. აშოტის დაუღალავი ბრძოლა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ თავდადების საუკეთესო მაგალითია, რასაც შეეწირა კიდეც. ქართველთა დაუძინებელი მტრის, თბილისის ამირის, საჰაკის მიერ მიგზა ნილმა მკვლელებმა შინაგამცემებთან ერთად ტაძარში თავშეფარებული აშოტი ღალატის შედეგად საკურთხეველს ზედ დააკლეს. მისი მოწამეობრივი სისხლი დღესაც ატყვია ტაო კლარჯეთს- სამხრეთ- დასავლეთ საქართველოს, რომელიც ბედის უკუღმართობით დღეს თურქეთის შემადგენლობაშია, თუმცა მჯერა, რომ ღვთის მადლით, ადრე თუ გვიან საქართველო დაკარგულ ძირძველ მიწა- წყალს აუცილებლად დაიბრუნებს და არტანუჯში აშოტ დიდის საფლავის აღმოჩენა სიმბოლური მნიშვნელობის სასკმეთო მაცნედ მესახება.
აღმაშფოთდბელი ის ” დეტალია, ” საინფორმაციო არხების უმეტესობა არტანუჯის ნაცვლად მონური სინიუტით გევერიკს რომ წერს, რაც ეროვნული ცნობიერების გაყალბებაა. ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომეთ და გულის ფიცარზე დაიწერეთ, ეს არტანუჯია! აშოტის, სულმნათ გრიგოლ ხანძთელისა და სხვა გამოჩენილ ქართველთა უზარმაზარი ღვაწლის წარმომჩენი ვენი ძვირფასი სავანე, რომელშიც ” წვეთი სისხლიც არ არის არაქართული! ”
ჰოდა, სნობებმა კეთილი ინებონ და აუცილებლად მიუთითონ, რომ აშოტ კურაპალატის სამარხი მის მიერ განმტკიცებულ ციხე ქალაქში აღმოაჩინეს, რომელიც არტანუჯის სახელითაა ცნობილი და ვისაც ეს გულზე ეკლად ესობა, საერთოდ დადუმდეს!
რაოდენ წინასწარმეტყველური გამოდგა გრიგოლ ხანძთელის მიერ აშოტისა და მისი თაოსნობით ბაგრატიონთა საგვარეულოს დალოცვა, რომელმაც 1000 წელი მართა საქართველო, სანამ რუსეთის მიერ ჩვენში მეფობა არ გაუქმდა. ბაგრატიონთა დინასტია მთელ მსოფლიოში ხანგრძლივობით მხოლოდ იაპონურ დინასტიას ჩამოუვარდება, რომელიც აღმოსავლეთის მზის ქვეყანას 2000 წლის მანძილზე მართავდა.
ასე რომ უახლესი აღმოჩენის მნიშ ნელობა მართლაც განუზომელია და დაე, აშოტ დიდის საფლავი საქართველოს ეროვნული სიძლიერის განმტკიცების სიმბოლოდ აღვიქვად ნამდვილმა ქართველებმა!