დიდი ქართველი მეცნიერის, ბატონ პავლე ინგოროყვას გარდაცვალების დღეა დღეს.
42 წლის წინ გარდაიცვალა.
მისმა უებრო შრომისმოყვარეობამ და მახვილმა გონებამ დაინახა სიმართლე ქართულ-აფსუური ურთიერთობებში და გამოამზეურა.
ცნობილი სოხუმელი ფილოსოფოსი, აწ გარდაცვლილი პროფესორი ლეონიდ ჯახაია წერდა, აფხაზებმა სოხუმის მხოლოდ მათი სახელი “აყუა” იციან, მაგრამ სრულიად უცნობია სოხუმის სხვა, ისტორიული სახელები: დიოსკურია, სევასტოპოლისი, ცხუმი. ჰოდა, დავეთანხმებით ბატონ ლეონიდეს, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც საკმარისია შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
მე დავამატებდი: აფსუები, მითოლოგიური აჩისა და ჩაჩის გარდა, საერთოდ არ იცნობენ იმ ქართველ მეფეებს, რომელზედაც დღეს “პრეტენზიას” აცხადებენ – ლეონ მეორეს, ბაგრატ მესამეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს. თუკი ესენი მათი მეფეები იყვნენ, ანუ ამ მეფეთა მეფობისას აფხაზეთში ცხოვრობდნენ, აფსუურმა ფოლკლორმა ეს სახელები რატომ არ შემოინახა, როცა მათ კარგად იცნობენ მეზობელი ერებიც კი?
“პრეტენზიას” აცხადებენ არა იმ მოტივით, რომ ქართველთა და აფსუათა საერთო მეფეები არიანო. პირიქით, ყველანი, თურმე, აფსუა ყოფილან და ქართველობასთან საერთო არაფერი ჰქონიათ, გარდა იმისა, რომ ქართველები, თურმე, დაიპყრეს და მათზე ბატონობდნენ.
ჩვენ, ქართველებსა და აფსუებს, განგებამ ერთად ცხოვრება დაგვაკისრა, ერთ სახლში, საერთო სახურავის ქვეშ. მშვიდობა სიმართლის დაფარვით არ მიიღწევა, სიმართლის დამალვა და ტყუილის გავრცელება მხოლოდ ახალი კონფლიქტის საფუძველია. კარგია, ამას ბევრი “მშვიდობისმოსურნე” თუ გაიაზრებს.
ღმერთმა აცხონოს დიდებული მეცნიერი, რომლის შესახებაც მეორე დიდმა მეცნიერმა, ბატონმა აკაკი გელოვანმა ბრძანა: “მისი ქეშმარიტება კი, არ მოკვდება, არა!”



























