ბუნება
მხოლოდ შენ იცი, რა როგორ დახატო,
რას რა შეუხამო, არიო ფერები,
სამყარო მოქარგო, ან გააშავთეთრო,
არც ფუნჯი გჭირდება, არც მარჯვე ხელები.
ხატავ გამუდმებით სხვადასხვა პეიზაჟს,
არც ერთი შენი ტილო, არა ჰგავს მეორეს,
მაგ შენს ფერთა გამას სულ სხვა სული უდგას
ვერც ერთი მოკვდავი ვერ გაიმეორებს.
შენთან ყველა ნიჭი უსუსურად მოჩანს,
და სულ სხვაგვარია შენი სიმფონია,
შენი ბობოქრობაც ისე ლამაზია,
ზუსტად რომ გადმოსცეს ვინმემ, არ მგონია.
შენი სამფლობელო ღიაა ყველასთვის
და შენი წესები არავის ამონებს,
უბადლო შემოქმედს, მე შენ ქედს მოგიდრეკ,
უსიტყვოდ დავნებდები ბუნების კანონებს.
ირაკლი ნადარეიშვილი



























