GÜRTİAD Başkanlığına yeniden seçilen Oktay Öztürk üyelere özel bir teşekkür mesajı yayınladı
İkinci kez seçilen Başkan Oktay Öztürk özel masajinda: Değerli GÜRTİAD Ailesi, Gürcistan-Türkiye arasındaki kalıcı dostluk, iyi komşuluk ve stratejik ortaklık ilişkilerinin gelişimine önemli katkılar sağlamış, köklü bir geçmişe sahip ve bu sene 25. yılını kutlamış olan GÜRTİAD – Gürcistan Türk İş İnsanları Derneği’nin Yönetim Kurulu Başkanlığı’na yeniden seçilmekten büyük bir onur ve mutluluk duyuyorum. Bu vazifeyi üstlenmek, 20 yıldır üyesi olmaktan ve farklı dönemlerde aktif görev almaktan gurur duyduğum bu değerli yapıyı yaşatıp daha da ileri taşımak açısından benim için muazzam bir sorumluluk ve ayrıcalıktır. Güveniniz ve desteğinizden ötürü her birinize en kalbi duygularımla selamlarımı iletiyor, içtenlikle teşekkür ediyorum.
Derneğimizin bugünlere gelmesinde önceki Yönetimlerin özverili çalışmaları belirleyici olmuştur. Bu vesileyle, derneğimizin faaliyetlerinin aksamadan bugünlere ulaşmasına katkıda bulunan tüm geçmiş yönetim kurulu başkanlarına, yönetim ve denetim kurulu üyelerine şükranlarımı sunuyor, 2021 yılında kaybettiğimiz Onursal Başkanımız Sn. Kenan Osman Yıldırım Beyi de saygı, minnet ve özlemle anıyorum.
Yeni dönemde, değerli Yönetim Kurulu Ekibim ile birlikte, her zamanki gibi, misyon ve vizyonumuza uygun bir şekilde, Sizleri odağımıza alarak, daha fazla üyemizin derneğimizin sunduğu olanaklardan faydalanabilmesinin yanı sıra iş dünyasında ses getiren daha çok yatırımcımızın GÜRTİAD çatısı altında buluşabilmesine destek olmayı ve başarı hikayelerinize naçizane katkı sağlamayı amaçlıyoruz.
Bu yolda, sizlerin engin bilgileri, deneyimler ve desteği ile birlik, beraberlik ve dayanışma ruhunu daha da büyüterek, ortak anlayışla yürümeyi kararlılıkla sürdüreceğiz. Katılımınız ve katkılarınız, Derneğimizin hedeflerine ulaşmasında fevkalade önem taşımaktadır.
Hepinize verimli, başarılı ve sağlıklı bir yeni dönem diliyor, saygılarımı sunuyorum.
Oktay Öztürk
GÜRTİAD 2025-2027 Dönem Yönetim Kurulu Başkanı

ასოციაციის თავმჯდომარის მისალმება
ძვირფასო გურთიადის წევრებო,
ჩემთვის უაღრესად საამაყო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ხელახლა ამირჩიეს ,,თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში-გურთიადის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ. დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ღირსშესანიშნავი ისტორიის მქონე ამ ორგანიზაციას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველო-თურქეთს შორის, ურყევი მეგობრული, კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში და რომელმაც წელს, უკვე, დაარსების 25-ე წლისთავი იზეიმა. ხსენებულ ასოციაციასთან 20 წლიანი წარსული მაკავშირებს და სხვადასხვა დროს, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი მის საქმიანობაში, შესაბამისად, ჩემთვის ერთობ საპასუხისმგებლო მისიაა, შევინარჩუნო და წარმატებით წარვმართო მისი ფუნქციონირება მომავალში. აქვე, მსურს, გამოვხატო გულითადი მადლიერება თითოეული თქვენგანისადმი, გამოცხადებული ნდობისთვის.
ასოციაციის დღევანდლამდე წარმატებით მოყვანის საქმეში, განსაკუთრებით, აღსანიშნავია გასული წლების ხელმძღვანელობის უშურველი ძალისხმევა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის წინა პერიოდების თავმჯდომარეებსა და მმართველთა და საზედამხედველო საბჭოების მესვეურებს, მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ამ კონტექსტში, მსურს, ასევე, ღრმა პატივისცემით, მადლიერებითა და მონატრებით მოვიგონო გურთიადის საპატიო თავმჯდომარე, აწ გარდაცვლილი პატ. ქენან ოსმან ილდირიმი.
ახალი ვადის განმავლობაში, ჩემი და ამჟამინდელი მმართველთა საბჭოს მთავარი მისწრაფება, ჩვენი მიზნებისა და ხედვების შესაბამისად, კვლავაც იქნება თქვენზე ორიენტირებული საქმიანობა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შევეცდებით, უფრო მეტი წევრისთვის უზრუნველვყოთ ასოციაციის შესაძლებლობებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა, აგრეთვე, მოვიზიდოთ და გურთიადის ჭერქვეშ გავაერთიანოთ მსხვილი ინვესტორები, ხელი შევუწყოთ და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ თითოეული თქვენგანის წარმატებაში.
ამ პროცესში, უაღრესად ფასეულია თქვენი, ჩვენი ძვირფასი წევრების ცოდნა, გამოცდილება და მხარდაჭერა. ჩვენის მხრივ, ურთიერთგაგების პრინციპზე დაყრდნობით, გავაგრძელებთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას, რათა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ერთსულოვნება, ერთობა და ურთიერთსოლიდარობა. ასოციაციის დასახული მიზნების მისაღწევად, თქვენი აქტიური ჩართულობა და თანადგომა გადამწყვეტია.
და ბოლოს, მსურს, გისურვოთ ჯანმრთელობა, აგრეთვე, წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდი და განგიახლოთ ღრმა პატივისცემა.
ოქთაი ოზთურქი
გურთიადის 2025-2027 წწ. ვადის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე


























