მართალი ლექსი ყოველთვის აქტუალურია.
დაწერილია 2018 წელს.
გამიუცხოვდნენ
გამიუცხოვდნენ “შინაურები”,
რადგან სიმართლეს პირში ვუზრახი,
როდესაც “თვალში ნაცარს მაყრიან”,
“შენ გენაცვალეს” აღარ ვუძახი.
როცა ცხოვრებით ნაანდერძალი,
მათი კუთვნილი მომხვდა მე ტყვია,
დღეს თუ რამ ვუთხარ დაურიდებლად,,
შეიცვალეო, ასე მეტყვიან
გამიუცხოვდნენ სიმართლისათვის,
ერთგულებისთვის გამიუცხოვდნენ,
და დღეს გამიხდნენ “არაჩემები”,
რომელთაც ერთ დროს ჩემი ვუწოდე.
ნათია ჯიმშელეიშვილი ლექსები























