✒️ მამა ადამი
⏳ 2008…
ღმუილი უხმო,
სიკვდილისნატვრამდე,
გამორეკილთა
ტყიდან,
მიწიდან,
ჰაერიდან.
დაგეშილი მწევრები დაგვადევნეს.
სიქაგაცლილთ –
ტყვიებიც,
ტყუილებიც,
ტყავგასაძრობებიც…
მას აქეთ დავძრწით.
მგელსაც ენატრება ბუნაგი –
ცეცხლსმიცემული,
მკვიდრამოწყვეტილი,
მაინც…
ეშინია –
ძაღლივით ყმუილი არ დაჩემდეს.
ლეკვები ხომ მგლებად უნდა დაიზარდნონ!
- * *
რას ხედავენ თვალებში,
რომელთაც ვმალავ,
თვალები, რომლებიც
სავსეა კითხვებით?
2013



























