მინდა გიამბოთ რიგით მე 5 ეთნიკურ ქართველზე უღურ ზუბოღლუ ზე, რომელსაც სტამბოლში საკუთარი “ქართული კაფე”, აქვს გახსნილი.
იგი საუბრობს არაჩვეულებრივად ქართულად , ბატონი უღური თბილისში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად იცის ქართული.
ბატონი უღური დაიბადა და გაიზარდა იმერხევის სოფელ ბაზგირეთში და იგი საკუთარ თავს ძირძველ ქართველს უწოდებს. პროფესიით გეოფიზიკოსი ინჟინერი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი მიღწევაა ,,ქართული კაფე,,
ბატონი უღური ამბობს, რომ “როდესაც გადმოვედით საცხოვრებლად სტამბოლში , ვინაიდან ქართულ სოფელში ქართულ კერძებით გავიზარდე სულ მენატრებოდა ქართული საკვები: მინდოდა ხინკალი: ვერსად ვერ ვნახავდი, მინდოდა ხაჭაპური: მასაც ვერ ვპოულობდი ,ამ დიდ მონატრებამ გადამაწყვეტინა სტამბოლში გამეხსნა ,,ქართული კაფე,, მარტო ვფიქრობდი გამიჭირდებოდა ამის გაკეთება და გადავწყვიტე მეგობრებისგან მეთხოვა დახმარება , საიდანაც სამწუხაროდ დიდი უარი მივიღე, ამბობს გულის ტკივილით უღურ ზუბოღლი.
მაგრამ მაინც უარი არ მითქვამს ჩემს ჩანაფიქრზე და გავაკეთე დამოუკიდებლად, ყველა მეუბნებოდა, რომ სულ მალე გავკოტრდებოდი და დავხურავდი კაფეს რესტორანს, მაგრამ , ოი საოცრებავ ჩემი კაფე დღითიდღე წინ მიიწევდა, პანდეემიის დროსაც კი არა გაჩერებულა ამბობს დიდი სიხარულით ბატონი უღური , ჩემთვის ეს მარტო ბიზნესი არაა “ქართული კაფე ” ქართულ კულტურასთან ქართულ ტრადიციასთან ზოგადად ჩემს სამშობლოსთან გადებული
ხიდია, ამბობს დიდი სიყვარულით ბატონი უღური.
იმასაც გვეუბნება, რომ
ზოგიერთი კერძი ჩემი სოფლიდან მაქვს აღებული, რომელიც საქართველოში არ იციან.მაგალითად მოხრაკული და ზიფია_ ეს ჩემი სოფლის მთავარი კერძია .
ბატონ უღურს უნდა გაამრავალფეროვნოს მენიუ “ქართულ კაფეში” საქართველოს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები შეიტანოს.
მისი კაფე გეტყვით 2016 წლიდან არსებობს ჩემო მეგობრებო სტამბოლიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე გებზე ასეთი ადგილია, იგი საკმაოდ ბევრ სტუმარს და განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს მასპინძლობს ამ კაფეში მხოლოდ ქართული სამზარეულოა იმასაც გეტყვით რომ ბატონი უღრი კარგად უკრავს აკორდეონს და მღერის კიდეც ქართულად, თუ გაივლით “ქართული კაფი” _ს წინ გაიგონებთ ქართულ სიმღერასაც რომლსაც არაჩვეულებრივად ასრულებს თვითონ, “პატარა გოგო დამეკარგა წითელ პერანგა, ან ავლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ”.
მინდა წარმატებები გისურვოთ ბატონო უღურ არაჩვეულებრივი რესპოდენტი იყავით .
დაგიბრუნდებით ახლო მომავალში საინტერესო რესპოდენტთან ერთად.
პ.ტ.
ე. ნადირაშვილი
























