Gürcistan’ın deneyimli diplomatlarından Gela Japaridze Gürcistan Trabzon Başkonsolosluğu görevine hızlı başladı. Uzun zamandır Türkiye de; Gürcistan’ın İstanbul Başkonsolosluğu ve Ankara Büyük Elçiliğinde görev yapan Gela Japaridze geçen hafta Trabzon Valisi Sayın İsmail Ustaoğlu ve ardından bugün de (14 Şubat ) Trabzon Büyükşehir Belediye Başkanı Sayın Murat Zorluoğlu’na nezaket ziyaretinde bulundu.
Daha önce de Anadolu Ajansı Trabzon Bölge Müdürü Zafer Sel’i konsolosluk makamında kabul eden Gela Japarızde, Ünye Acara Gürcü Dostluk Kültür Derneği Başkanı Mehmet Ali Gürsoy ve Yönetim Kurulu üyelerini, Gürcistan Uluslararası Yabancı Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkanı (Mjavanadze) de makamında kabul etmişti!
Türkiye Gürcüleri tarafından da çok takdir edilen diplomatlardan biri olan Gela Japarıdze ye Gürcü Haber Portalı olarak biz de başarılar diliyoruz.

2020 წლის 13 თებერვალს ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორთან, ისმაილ უსტაოღლუსთან, რომლის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ტრაპიზონის და საქართველოს რეგიონებს შორის ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები.

Ünye Acara Gürcü Dostluk Kültür Derneği

2020 წლის 12 თებერვალს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, გენერალურ საკონსულოში ორდუს გუბერნიის, დაბა უნიეში 2014 წელს დაარსებული „უნიეს აჭარის ქართველთა მეგობრობისა და კულტურის ასოციაციის“ (Ünye Acara Gürcü Dostluk Kültür Derneği) თავმჯდომარეს, ბატონ მეჰმეთ ალი გურსოის და უნიეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის კულტურის სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, სამომავლო გეგმები, ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და ქართველი დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე, ასოციაციის ფუნქციონირების ფარგლებში, ქართული ენისა და ქართული ფოლკლორის შემსწავლელი კურსების გახსნის შესაძლებლობები. ასოციაციის თავმჯდომარემ, მეჰმეთ ალი გურსოიმ და მმართველი საბჭოს წევრებმა, გელა ჯაფარიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

2020 წლის 12 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „Anadolu Ajansı“ ტრაპიზონის რეგიონალური ოფისის (მოიცავს 7 გუბერნიას) დირექტორთან, ზაფერ სელთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შეხვედრის დროს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, დაიწყოს სამუშაოები, მ.წ. გაზაფხულის პერიოდში, რეგიონის წამყვანი მასმედიის წარმომადგენლების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სამუშაო ვიზიტის დაგეგმვის მიზნით. გენერალურმა კონსულმა სტუმარს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა გენერალური საკონსულოს საქმიანობის თაობაზე, ასევე საუბარი შეეხო ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის საქმიანი კავშირების ჩამოყალიბების კუთხით, გენერალური საკონსულოს ჩართულობას.


2020 წლის 14 თებერვალს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ტრაპიზონის მეტროპოლიის მერთან, მურათ ზორლუოღლუსთან, რომლის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბათუმისა და ტრაპიზონის დაძმობილების 20 წლისთავთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებების გამართვის საკითხები, ასევე ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და დასახეს ერთობლივი გეგმები.

2020 წლის 11 თებერვალს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა ,,საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარესთან, ოსმან ჩალიშქანთან, (მჟავანაძე) რა დროსაც განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივები. ამასთან, ო. ჩალიშქანმა გელა ჯაფარიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.





























