საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Gürcistan Büyükelçisi Giorgi Janjgava Dişişleri Bakanı Mevlüt Çavuşoğlu ile görüştü.
Gürcü Haber: Gürcistan Ankara Büyükelçiliğinden gelen bilgilere göre, 16 Şubat’ta gerçekleşen görüşmede Türkiye ve Gürcistan arasındaki ekonomik ve ticari ilişkilerden bölgesel gelişmelere kadar iki ülke arasındaki işbirliği konularını görüşmüşlerdir.
Görüşmede ayrıca, yakın gelecekte planlanan üst düzey ziyaretlerin ve toplantıların önemli olacağı vurgulanmış, taraflar, iki ülke arasındaki dostane ilişkiler ve stratejik işbirliğinin tarihsel dinamiklerini memnuniyetle not ettikleri, vurgulanmıştır!
Son olarak görüşmede, Dışişleribakanı Mevlut Çavüşoğlu’nun, Türkiye’nin Gürcistan’ın egemenliği ve toprak bütünlüğünün yanı sıra ülkenin Avrupa-Atlantik yapılarına entegrasyonuna verdiği güçlü desteğini tazeledi, görüşme sonunda taraflar, işbirliğini daha da derinleştirmek için iki ülke yararına çalışmaya devam etme kararı aldı, denildi!

ავტორი – ლევან ახალაია
საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
16 თებერვალს საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, რასაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ხსენებულ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავის მნიშვნელობა.
































