Etkinlik sahibi: ჰუმანური განვითარების ინიციატივა / Humane Development Initiative
პროფესორ თამაზ ბუთხუზის ონლაინ ლექცია
ოთხშაბათს, 6 აპრილს
21/00 : საათზე / თიბილისის დროით
დასწრების ლინკი: https://meet.google.com/ykn-osgs-sqc
დასწრება თავისუფალია️️
*****
თამაზ ბუთხუზი: მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
(გაგრძელება)
. . . . არისტოტელე არათავისუფალთა, არსით მონათა ნაკრებს შინაურ ცხოველებს უწოდებს.
ფრიდრიხ ნიცშე მასას, ბრბოს არაორაზროვნად ნახირთან აიგივებს.
მასის ასეთ შეფასებას არ ერიდება არც ვაჟა და არც ილია.
ეს ემოციური დახასიათება, გარკვეულწილად, სერიოზულ, აზრობრივ დატვირთვასაც ატარებდა.
ჩვენი ყოფის არასიღრმისეული ანალიზისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა მასა მართლაც იყოფა ორ, მკვეთრად გამოსახულ ნაწილად . . . . .
. . . . ერთ ნაწილს, უმრავლესობას თითქოს ისე აქვს დაქვეითებული ასტრალურობა (მგრძნობელობა), სიფაქიზე, რომ ყველაზე უმსგავსო, უსახურ გარემოშიც კი შეუძლია ადაპტირება, კმაყოფილების მიღება. ამ დაქვეითებული გარემოს მიღმა არსებული უსაზღვრო, საინტერესო, ლამაზი სამყარო კი მისთვის უცხოა, იმ აზრით, რომ ეს სამყარო მას უბრალოდ არ სჭირდება, ზედმეტია მისთვის. სუბიექტი თავს აფარებს ბუნაგს და ის უკვე დიდი ხანია ამ დატბორილ სულიერ ჭაობს შეეგუა.
ადამიანის ჭაობიდან ამოთრევა მარტივია. ურთულესია მისგან ჭაობის ამოგლეჯა.
ასეთის გონებრივი პოტენციალი მხოლოდ საკუთარი ბიოლოგიური ორგანიზმის თვალსაწიერით შემოიფარგლა. ასეთი არ ცდილობს ამაღლებას, საკუთარ მე-ში გარკვევას და ამით მთელი სამყაროს შეცნობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მას ჰგონია, რომ ის უკვე ამაღლებულია. ცხადია, უკვე ,,ამაღლებულს” აღარ სჭირდება შემოქმედება-განვითარება. ასეთს ჰგონია, რომ ყველაფერი აქვს: სად დაიძინოს, პურის ნაჭერი, ჭიქა წყალი, გარშემო თავისივე მსგავსნი ჰყავს და ამ ,,ჯოგში” ის თავს კმაყოფილად გრძნობს . . . .
(გაგრძელება იქნება)

























