Kakha Kvashilava: ბოლშევიზმი ჩვეულებრივი რელიგიაა. აი, კლასიკური რელიგია: მისი ღვთაებით – მარქს-ენგელს-ლენინი, მოციქულით – სტალინი, წმინდანებით – ცარიზმის დროს რეპრესირებული პარტიის ლიდერები, წმიდა წიგნით – მარქს-ენგელს-ლენინის “მრავალტომეულები”.
ეს ახალი რელიგია სწორედ ამიტომაც ებრძოდა ძველ რელიგიებს, რომ “მრევლს” დაპატრონებოდა. ნუ, სისხლისღვრა ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთ საქმეში. ყველა რელიგიამ დაღვარა დაუმორჩილებელ ადამიანთა სისხლი გაბატონებისათვის.
მაგრამ ბოლშევიზმა ვერ დაამარცხა ძველი რელიგიები, რადგან ძველ რელიგიათა მიერ შემუშავებულ მორალურ ნორმებს, რომელიც ამა თუ იმ ერის ეროვნულ მარკერად იქცა, ძვრა ვერ უყო. ბოლშევიზმი თავდაპირველად ქადაგებდა, რომ ყველა თავისუფალია მორალური ნორმებისაგან, რ ამ მხრივ სრული “თავისუფლებაა”. ერთეულებმა მიიღეს, მაგრამ ხალხმა მთლიანობაში უარყო და ამიტომაც უფრო შეუდგა ძველი რელიგიების დაცვას, თუმცა უკვე ფარულად. ამიტომაც ინათლებოდნენ ფარულად, ამიტომაც გადიოდა “ილუზიონი” აღდგომის ღამეს და ა.შ.
როცა მიხვდნენ ბოლშევიკები, რომ ასეთი დებულება სწორი არ იყო, მერე ცოტა შეარბილეს, თუმცა ხალხმა უკვე მათი ნამდვილი სახე დაინახეს და ნდობაც დაკარგეს.
ეს ჩვენი “ევროპული” ბაბლის ნაწილი დაახლოებით ამ მიმართულებით მიდის. ერივნულ ტრაფიციებს (ტრადიციები კია დროში ცვალებადი კატეგორია, მაგრამ მაინც მყარად ზის ჩვენს მენტალობაში), წარსულს, რომელზედაც ვდგავართ და ქართველის არსს ჰქმნის, ჩიჩქნას დაუწყებს, მკვეთრ უკურეაქციას მიიღებს.
ეროვნული წარსულის მითოლოგიზირებას არავინ ახდენს, მაგრამ ეროვნული წარსულის დემონიზირებას არავის ჰპატიობენ.
ეს გზა ბოლშევიზმმა გაიარა და მწარედ დამარცხდა.





























