რომ გავაქართულოთ, ესაა კარიბჭე თუ დერეფანი?!
პორტები არსებობს სარკინიგზო, საზღვაო, აეროპორტი და სხვა.
პორტებს ტვირთავს ეკონომიკა და არა სატრანზიტო გზა. ანუ ტვირთების მწარმოებლები, ტვირთების გადამზიდავები, ტვირთების სერვისების კომპანიები და ტვირთმფლობელები ერთმანეთს უკავშირდებიან სპეციალური სავაჭრო ბირჟების მეშვეობით. ბირჟებზე ხორციელდება სავაჭრო გარიგებები და ბირჟების საშუალებით იქმნება ქვეყანაში დამატებითი ღირებულებაც. ეს არის უკვე ჰაბი, ანუ კარიბჭე.
კორიდორი ანუ დერაფანი არის უბრალოდ გზა ტვირთების გადამზიდავებისთვის, რაშიც ისინი ამა თუ იმ ქვეყანას უხდიან გარკვეულ მოსაკრებლებს, საკომისიოს.
როცა ვამბობთ – შუა დერეფანი, აქ მოიაზრება ქვეყნები, რომელთა ტერიტორიის გავლითაც მოხდება ტვირთბრუნვა.
როცა ვამბობთ ციფრული დერეფანი, ეს ნიშნავს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაივლის ქვეყნების ტერიტორიებზე. ხოლო ციფრული ჰაბი ნიშნავს, რომ ამ ციფრულ დერეფანს მოემსახურება ქვეყანა, სადაც იქნება განთავსებული DATA ცენტრები, ანუ ეს იქნება უკვე ციფრული კარიბჭე.
როცა ვამბობთ, რომ აბრეშუმის გზა მარტო საქართველოსი არ არის, ეს სწორია. აბრეშუმის გზის დერეფანს ქმნიან ქვეყნების ერთობლიობა, სადაც ეს გზა გადის, მაგრამ აბრეშუმის გზის კარიბჭე ყველა ქვეყანა ვერ იქნება.
რატომ იქნება საქართველო აბრეშუმის გზის კარიბჭე ქვეყანა?
აქ ორი ფაქტორი მუშაობს:
- საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ღია ზღვა გააჩნია დანარჩენ ბაზრებთან სატრანზიტო კავშირისთვის;
- საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონის ქვეყნებს შორის, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ყველაზე მეტი ხელშეკრულებები გააჩნია სხვადასხვა ბაზრებთან.
ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირება კი საფონდო და სასაქონლო ბირჟების მეშვეობით ხდება. ამიტომ, ჯერ უნდა შევქმნათ თანამედროვე ბირჟა და ამის მერე იქნება თანამედროვე პორტი.
კიდევ არის სხვა ფაქტორებიც და ცალსახად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო “პრახადნოი” დერეფანი არ არის. ის კარიბჭეა დიდი აბრეშუმის გზის.
აბული ასურულ ენაზე ნიშნავს კარიბჭეს. სწორედ აბულის მთაზე დგას საქართველოში ყველაზე ძველი მეგალითური ციხე.





















