შავი ზღვის კაბელი პირველი არ არის /
ინდოევროპული ტელეგრაფის მშენებლობა 1867 წელს კომპანია „სიმენსმა და გალსკმა“ დაიწყო. 1870 წლის 12 აპრილს ლონდონიდან კალკუტაში (ინდოეთი) პირველი შეტყობინებაც გაიგზავნა, რომელიც ბრიტანეთის ჰიმნის ტექსტსა და ტელეგრაფისტების ანაზღაურების დეტალებს შეიცავდა. ინდოევროპული ტელეგრაფი არის ხაზი, რომელიც ლონდონს კალკუტასთან აკავშირებდა. ის 11 000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და გზად გერმანიას, რუსეთს, ყირიმს, კავკასიასა და სპარსეთს გადიოდა.
საქართველო შეიძენს ევროპა-აზიის კარიბჭის ფუნქციას. საქმე ისაა, რომ საქართველოს რკინიგზა „Viking Train“-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში ქალაქ ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა. ეს არის ცალკე სატრანზიტო გზა ბალტიის ზღვიდან შავი ზღვამდე.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბრიტანული ალიანსის ახალი გეოპოლიტიკური ღერძი, როგორი გეოკონომიკის ფუნდამენტზე დგას?
ერთ რამეს შეგახსენებთ. ისტორიულად აბრეშუმის გზის ერთი განშტოება ყირიმსა და აფხაზეთზე გადიოდა. სულ იცის კრემლმა ოკუპაციები სად ჭირდება, მაგრამ იცვლება ახლა გეოპოლიტიკური არქიტექტურა.
მე გეტყვით ჩემ მოსაზრებას, რომ შავი ზღვის კაბელის გარდა, კიდევ იქნება ერთი – ვიკინგის კაბელი, რომელიც სოჭს გადაკვეთს. ახლა ვინც ფიქრობს, რომ აფხაზეთთან რკინიგზა კარგი იქნებოდა რეინტეგრაციისთვის, გეტყვით, რომ ”აფხაზეთის რკინიგზა” როგორც ასეთი, არ არსებობს. ის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა და რაიმე დადებული ხელშეკრულება, დე-ფაქტო მთავრობასთან, აფხაზეთის აღიარების ტოლფასია.
უკრაინის გამარჯვების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. კაბელები კიდევ სხვებიც იქნება და არა მხოლოდ კაბელები.
მოუმზადებელი ვართ აბრეშუმის გზისთვის.




























