ახალგაზრდა თაობა წინამორბედთა მხრებზე დგას და ეს სიმაღლე მას უპირატესობასაც ანიჭებს: უფრო შორს და მკაფიოდ იყურება.
ეს ცხოვრების წესია. ასე იყო, არის და იქნება.
“მამათა” და “შვილთა” კამათშიც ამიტომ იმარჯვებენ “შვილები”. “მამებს” კი სწყინთ, მაგრამ მათი “სიმაღლე” უკვე საკმარისი არაა მათ მიერ მოყვანილი დროის ჰორიზონტის მკაფიოდ დასაზვერად. ამას მათ მხრებზე მდგომი ახალგაზრდა სჭირდება.
სწორედ ამიტომ ატარა მოსემ 40 წელი ძველი თაობა უდაბნოში, რომ ახალ ისრაელს დაეწყო ცხოვრება.
მეც ვატყობ, რომ დისტანცია ჩნდება ჩემს დის თუ ბიძაშვილ-მამიდაშვილის შვილებთან. ისინი უკვე სხვა წიგნებს კითხულობენ, სხვა ფილმებს უყურებენ, სხვა მუსიკას უსმენენ, განსხვავებულად იმოსებიან. შეიძლება მე არ მომწონს, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ან მე არ მესმის, მაგრამ ეს მათი სამყაროა, რომელიც თავის დროზე საქართველოს სამყარო გახდება. ამიტომ პატივს ვცემ მათ არჩევანს, მათ სამყაროს, მათ ხედვებსა და შეხედულებებს. რომ შევეწინააღმდეგო, ცხოვრებისეული დიალექტიკა ისევ მე დამამარცხებს.
არ უნდა შევეცადოთ ჩვენს გემოვნებაში მათ მოყვანას, შემოთრევას. უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის. ჩვენ უნდა მოვერგოთ, როგორც წინაპრები ჩვენ მოგვერგნენ. ისინი კი მათ წინაპრებს.
ახალი სიმაღლეები ქვეყნისთვის ახალგაზრდებს მოაქვთ.
პ.ს. Shorena Tarugishvili -ს ფოტო.





























