Aragvi ile Mtkvari ( Kura ) iki nehrin birleştiği yer, Gürcistan’ın eski başkentı…
“Bizim için Svetitskhoveli sadece bir kilise, dini bir alan, kutsal bir sığınak ya da kralların mezarlığı değil. Savaşı, inşaatı, yıkımı ve sonra yeniden inşasıyla Gürcistan’ın tüm tarihini kapsayan bir yer.”

“„ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი.”
„მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.”
„ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზი, ამენ. აღაშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითაო, ღმერთმან განუსოვენე სულსა მისსა“.
1991 წლიდან მოყოლებული ყოველ 14 ოქტომბერს აღინიშნება სვეტიცხოვლობა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს. ამასთანავე, 14 ოქტომბერს არის მელქისედეკ კათალიკოსის ხსენების დღეც, რომლის დამსახურებითაა სვეტიცხოვლის საბოლოო სახე მიღებული.
გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს!<3
P.S. ვიდრე სვეტიცხოვლის ტაძარს საპატრიაქროს საკათედრო ტაძრის ტიტული ღირსეულად მიენიჭებოდა და ვიდრე საქართველოს მდიდარ მემკვიდრეობად იქცეოდა, – დიდი გზა განვლო. თავდაპირველად ხის პატარა ეკლესია მირიან მეფის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, IV საუკუნეში სასახლის ბაღში აშენდა. ტაძარმა სახეცვლილება არაერთხელ განიცადა.
Vს-ში, დაახლოებით 500 წელს, ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის დანგრევის შემდეგ, ქვის დიდი ეკლესია, თორმეტი მოციქულის სახელზე ააგო.
ეს ტაძარი აბულ ყასიმს X საუკუნეში გადაუწვამს. თუმცა, გიორგი I-ის მეფობის დროს, XI ს.-ში მელქისედეკ კათოლიკოსმა რესტავრაცია საფუძვლიანად გააკეთა. ხუროთმოძღვრად კი არსუკიძე მიიწვია.
მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა.
1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა.
XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს.
XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა.
1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
1675 წელს კი კათოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით, გოდოლიც განუახლებიათ და ცნობილი მხატვრის გრიგოლ გულჯავარასაშვილის ხელმძღვანელობით — 1678-1688 წლებში მოუხატავთ მცხეთის სვეტიცხოვლის შიგნითა „სვეტის“ კედლები, რაზედაც მიუთითებს თვით „სვეტზე“ მინაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევის ციკლი, რომელიც შინაარსობრივად დაკავშირებულია ძველ ქართულ გადმოცემასთან და მატიანეთა მონათხრობთან. არის აგრეთვე საღვთო წერილის ცნობილი სიუჟეტებიც…
1813 წლის 30 ოქტომბერს ექზარქოს ვარლაამის დროს განახლებულ იქნა სვეტიცხოვლის კარიბჭე, რასაც ადასტირებს ეპიგრაფიკული წარწერა.
საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსი ეგზარქოსები სვეტიცხოველზე ზრუნვით თავს არ იწუხებდნენ. ასეთმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი გამოიღო. 1826 წლის 1 მაისს ჩამოიქცა მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო, ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც დაიღუპა 8 წლის ბავშვი.
1835-1845 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია თბილისელი მეიჯარე ხაჩო დარჩილოვის მიერ, მაგრამ სამწუხაროდ, უხარისხოდ.
1893 წელს იყო მცდელობა ხელახალი რესტავრაციის, მაგრამ ესეც უშედეგოდ დამთავრდა.
1900-იან წლებში გრაფინია პ. უვაროვას თავჯდომარეობით შედგა საგანგებო კრება, რომელსაც ესწრებოდა ქართული არქიტექტორები და სასულიერო პირები. კრებაზე გადაწყდა ტაძარი გადაეხურათ თლილი ქვით.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
Svetitskhoveli Katedralı XI asır
Aragvi ile Mtkvari ( Kura ) iki nehrin birleştiği yer, Gürcistan’ın eski başkentı
“Bizim için Svetitskhoveli sadece bir kilise, dini bir alan, kutsal bir sığınak ya da kralların mezarlığı değil. Savaşı, inşaatı, yıkımı ve sonra yeniden inşasıyla Gürcistan’ın tüm tarihini kapsayan bir yer.”
























