Megi Molodini
დ რ ო
ყორნებს აპურებდა ზამთრის ბაღში,
მტრედებს უკვირდათ,
ავ სამეგობროს რომ უფრთხოდნენ
შიშის ცეცებით,
ლაჩარ სიჩუმეს უწონებდა ხეებს,
ჭმუნვით მდგართ,
სადაც მზის სხივნი ცივდებოდნენ
მათი
ცრემლებით…
ჩხაოდა ზეცა შავნისკარტა
“მახარობლებით”,
დრო იდგა, – კვამლით გაბადრული,
ავდრის ჰეროდე,
ბაღს მოაკითხა და ჩამოჯდა,
თითქოს ელოდნენ…
და დააპურა ის ყორნები
იმ დღეს
მედროვემ…
მეგი მოლოდინი





























