გენრიეტა ქუთათელაძე
მისმინე სამყაროვ!
სამყაროვ,დამიგდე ყური!-
გავძახე ამ დილას ზეცას,
ხედავ, რა დღეში ვართ?
SOS , SOS,SOS!
რისი მშვიდობა და სიყვარული,
აქ ომის ღმერთი მათრახს იქნევს განრისხებული,
ბირთვული საფრთხე ცხადზე ცხადია,
პლანეტა ჩვენი დედამიწა რახანია დედით დაობლდა,
უხეირო მამის ხელში საშველი არ ჩანს
და ჩვენი ისტორიაც წაუკითხავი წიგნივითაა შეუცნობელი;
სულ ჩამოხმა დარდისაგან
ჩემი ფიქრების დედოფალი,
მონატრებია ზღაპრების ფარჩა,
ან იქნებ,სურს აშრიალდეს ვით გაზაფხილზე იასამანი
და ქარის ვიოლინოს შეერწყას ვედრებით:
ი შ ვ ი ი ე შ უ ა!
ა ღ ს დ ე ქ ქ რ ი ს ტ ე!
გვიშველე ღმერთო!
სამყაროვ, ამ ერთხელაც დამიგდე ყური:
SOS, S O S, S O S!
ვერ გამიხსენე,ვერ შემიცანი?
ეს ხომ მე ვარ,მე-
ფორმად გარდაქმნილი შენი ენერგია-ადამიანი,
შენ ჩემში ხარ , როგორც მე შენში,
სანამდე შენს წიაღს დავუბრუნდები,
აქ ობლად არ დამტოვო,
დრო არ ჩამიქრო,
არ გააქრო ჩემს ცარგვალზე შობის ვარსკვლავი…
მე ველი უფალს- სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველს!
10/5-2025
ნახატი თიკო ჟღენტისა.





























