ვახტანგ ღლონტი:
,,მითხარ,როგორაა მემლექეთი…’’
(წინასიტყვაობა წიგნისთვის)
ყველაზე ხშირად ამ ლექსს კითხულობდა ხოლმე…
სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნა დარჩა ყვე-
ლაზე საშური და ძნელი და მერამდენე საუკუნეა უკვე…
იგი სწორედ სამშობლომ დანიშნა თავის პოეტად და
მიუხედავად იმისა,რომ ბოლო ათეული წლებია,
არაერთი ნიჭიერი ადამიანი გაზარდა აჭარამ,ფრიდონ
ხალვაში დღემდე რჩება ამ მრავალტანჯული კუთხის
მთავარ კაცად და მესიტყვედ…
,,მითხარ როგორაა მემლექეთი,
ჩვენ აქ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს,ეგეოსის ნაპირებზეც,
ვაგეთ საქართველოს სახლკარები.’’
ათქმევინებს იგი საკუთარ ფესვებს მოწყვეტილ ქართ-
ველს,ვინც მშობლიურ მიწაზე თუმცა დარჩა,- მაინც
სამშობლო ენატრება!..
მე,პირადად,არაერთხელ მომსვლია ცრემლი ამ სტრიქო-
ნებზე – რა სევდაა,რა სიამაყე,რა ძალუმი სურვილი იქ -(ჩვენებურებში თუ ჩვენიანებში) – ჩვენი დამსხვრეული რაობისა და ვინაობის ხელახალი აღდგინებისა!
მსოფლიო ჰქონდა მოვლილი,უამრავ ისტორიულ პიროვ-
ნებას შეხვედრია და საოცარ ამბებს გვიყვებოდა ხოლმე
მე და დავით თედორაძეს,როცა მცირე სამეგობრო სუფრას შემოვუსხდებოდით ხან ე.წ. ,,მელკიმორიაზე’’ ხან მასთან სოფელ გეგელიძეებში…ერთ დღესაც ვუთხარი – ,,მთავარი წიგნი დასაწერი გქონია და ეგ ზეპირი მოთხრობები ამ
საქმეს არ უშველის’’-მეთქი…ასე მითხრა -,,ვიცი,ვფიქრობ
და მალე იქნება’’-ო და ორი წლის თავზე ,,ომრი’’ დადო,
სქელტანიანი მხატვრული ისტორია მთელი აჭარისა ერთი ოჯახის ფონზე და სწორედ ამ წიგნს მოჰყვა ჩემი მიძღვნაც,
საერთო საღამოებზე და შეხვედრებზე რომ ყოველთვის
მთხოვდა წამეკითხა და ბედნიერი იყო ამით.
,,ომრი’’ მეომრის წიგნია
დროსთან რომ ჰქონდა ომი;
დღეიდან დროც არ მგონია
შენი წაქცევის მდომი…’’
და ა.შ. და ა.შ.
მისი საპროგრამო ლექსებიდან გამორჩეული იყო ,,თბილი-
სო,მერომ შენთან მოვედი…’’იგი სწორედ ამ სულისკვეთე-
ბით ზრდიდა თავის მკითხველებსა და ზოგადად მთელ
თავის კუთხეს და თუ გვინდა მემლექეთის საქმე დაეჭვე-
ბით მოსაკითხი არ დარჩეს ამ ყოვლად არაპოეტურ დროში,
ხვალაც და ზეგაც სწორედ ფრიდონ ხალვაშისა და მსგავს-
თა მისთა მონიშნული ორიენტირები არ უნდა მოვუშა-
ლოთ მომავალ თაობას,ლამის მორალური კომპასის გარე-
შე რომაა დარჩენილი დღეს უცხოური საცთურების შემ-
ყურე…
,,მითხარ როგორაა მემლექეთი’’ – სწორედ ეს იყო მისი ანდერძიც,ყველა დროში ყველაზე მთავარის შესახსენებ-
ლად ჩვენთვის!..
ვახტანგ ღლონტი,2025 წელი
























