გენრიეტა ქუთათელაძე|
ციკლიდან: ყვავილწნული მკითხველისათვის
* * *
არაფერია ქვეყნად ახალი
რაც იყო, არის და ის იქნება?
დრონი წავლენ
და წავლენ მეფენი,იმპერიებიც
და მატერიკებს გაუჩნდება სულ სხვა საზღვრები,
შემოაცთდება ხსოვნის კალთას
ყველა სარტყელი,
მე რაიც ვიყავ,ახლა რაიც ვარ,
კვლავ ის ვიქნები,
მგზავრი ყარიბიც ისე იმღერებს,
როგორც მღეროდნენ უხსოვარ დროში,
დღეს ღამე შეცვლის,
დარებს ავდარი
და როგორც უწინ,
როგორც ყოველთვის,
მთვარის გავსებას ცის კაბადონზე
შეეგებება კიდევ მრავალი…
მე-ერთიანის გაორება,
საწყისწერტილიდან თავდაღწეული,
ახლაც,
მარადიული წრებრუნვის არსზე ვფიქრობ
და ათას კითხვაზე პასუხს მოველი.






























