მზია სალვარიძე
ელისინქორი
ქორმა მემედამ ელისინქორი,
სიტყვა დუუტია ბანზე დაუთას,
ჯოხის კაკუნით დეეშვა კიბეზე,
ხვალამდე ფიქრის ვადა დაუთქვა.
დახლიფართულ გზებს გუუყვა სიფრთხილით,
დარკილულ გულბოყვს დასცა მჯიღი და
უკან მეჲხედა უმზეო თვალით
ძმას კითხა გულში, – ძმავ, რად გიღირდა
დაჭარფალება ჩემი საჭაჭვედ,
ალაგის აყრა ზიარ ღობიდან,
დაბიქსვა მამის შეკიდულ კარის,
მითხარ, რაჲსთინ ან რაზე მოგინდა?
ნაღრძობ, ნჯაყვებულ მხარივით მტკივა,
ზიარ მიწაზე დედ-მამის საძვლე,
მითხარ, დღეის და ამის და იქით,
ამ ცოდვით რაფერ, რა გულით გაძლებ ?
ან მე ხვალამდე რაფერ გუუთიო,
ვაი, თუ მართლა ღმერთმა შეგრისხა…
წევალ, ჩვენ გამზრდელ ღელეს გავყვები
შენ არა, იმან მიმაფეჩვოს ხრამს…
განმარტებანი
ელისინქორი- საწყევარი სიტყვა;
ქორი- ბრმა;
დახლიფართული- დახლართული;
დარკილული- დარკილვა- ჭიისგან ხეში გაჩენილი ნახვრეტები;
გულბოყვი- გულმკერდი;
დაჭარფალება-დაფლეთვა, დაგლიჯა;
საჭაჭვედ- ჭაჭვი- მუჭა; აქ მუჭით ასაკრეფი;
ალაგე- ღობეზე გაკეთებული გადასასვლელი;
დაბიქსვა- მიკეტვა, ჩარაზვა, ცხვირწინ მიჯახუნება ( კარის);
ნჯაყვებული- ნაღრძობი.

































