Sinan Sütlü Tsiskaradze: ქართული თარგმანი დამატებულია თურქული ტექსტის ქვემოთ.
ABHAZYA GÜRCİSTAN’DIR! 🇬🇪
Gürcistan’ın toprak bütünlüğü siyasi pazarlık konusu yapılamaz!
Türkiye Büyük Millet Meclisi’nde gündeme getirilen “Abhazya Dostluk Grubu” girişimini kabul edilemez buluyor ve bu girişime açıkça karşı çıkıyorum.
Abhazya, Gürcistan’ın uluslararası alanda tanınmış sınırları içerisinde yer alan ayrılmaz bir parçasıdır. Hiçbir siyasi girişim, hiçbir dostluk söylemi ve hiçbir parlamenter temas bu hukuki gerçeği değiştiremez.
1992–1993 yıllarında Abhazya’da yaşanan etnik temizlik ve zorunlu göç sonucunda yüz binlerce insan yurtlarından koparılmıştır. Bugün hâlâ evlerine dönemeyen bu insanların hakları görmezden gelinirken, ayrılıkçı yönetime siyasi meşruiyet kazandırılmaya çalışılması tarihî bir adaletsizliktir.
Dostluk adı altında ayrılıkçılık meşrulaştırılamaz! İşgalin sonuçları normalleştirilemez! Sürgün edilen insanların hakları yok sayılamaz!
Türkiye’de yaşayan Abhaz ve Abaza kökenli vatandaşlarımızın kültürel haklarına saygımız tamdır. Ancak kültürel haklar ile Gürcistan’ın egemenliğini hedef alan siyasi girişimler birbirine karıştırılmamalıdır.
Türkiye Cumhuriyeti’nin Gürcistan’ın toprak bütünlüğünü destekleyen resmî politikası açıktır. TBMM’nin bu ilkeyle çelişebilecek girişimlere zemin oluşturmaması gerektiğine inanıyorum.
Gürcü köklerini ve kimliğini gururla taşıyan bir insan olarak açıkça ifade ediyorum:
GÜRCİSTAN’IN TOPRAK BÜTÜNLÜĞÜ TARTIŞMAYA AÇIK DEĞİLDİR!
ABHAZYA GÜRCİSTAN’DIR! 🇬🇪
Sinan Sütlü Tsiskaradze
აფხაზეთი საქართველოა! 🇬🇪
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ვერ გახდება!
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დღის წესრიგში დაყენებულ „აფხაზეთის მეგობრობის ჯგუფის“ შექმნის ინიციატივას მიუღებლად მივიჩნევ და მას ღიად ვეწინააღმდეგები.
აფხაზეთი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოქცეული განუყოფელი ნაწილია. ვერცერთი პოლიტიკური ინიციატივა, ვერცერთი მეგობრობის სახელით გაკეთებული განცხადება და ვერცერთი საპარლამენტო კონტაქტი ამ სამართლებრივ რეალობას ვერ შეცვლის.
1992–1993 წლებში აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და იძულებითი გადაადგილების შედეგად ასიათასობით ადამიანი საკუთარ სახლსა და მიწა-წყალს მოსწყვიტეს. დღესაც, როდესაც ამ ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ და მათი უფლებები უგულებელყოფილია, სეპარატისტული ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა ისტორიული უსამართლობაა.
მეგობრობის სახელით სეპარატიზმის ლეგიტიმაცია დაუშვებელია! ოკუპაციის შედეგების ნორმალიზება დაუშვებელია! დევნილთა უფლებების უგულებელყოფა დაუშვებელია!
ჩვენ სრულ პატივს ვცემთ თურქეთში მცხოვრები აფხაზური და აბაზური წარმოშობის მოქალაქეების კულტურულ უფლებებს. თუმცა კულტურული უფლებები არ უნდა გაიგივდეს პოლიტიკურ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მკაფიოა. მიმაჩნია, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა არ უნდა შეუწყოს ხელი ინიციატივებს, რომლებიც შესაძლოა ამ პრინციპს ეწინააღმდეგებოდეს.
როგორც ადამიანი, რომელიც ამაყად ატარებს თავის ქართულ ფესვებსა და იდენტობას, ღიად ვაცხადებ:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა განხილვისა და დავის საგანი არ არის!
აფხაზეთი საქართველოა! 🇬🇪
სანდრო ცისკარაძე




























