ჩვენი ერის უდიდესი მამისა და მართალი მამამთავრის დაბადების დღეს გილოცავთ საქართველოს ცა-ფირუზო და ხმელეთ-ზურმუხტო, მთა-ბარო და ტბა-მდინარეებო, ქალაქებო და სოფლებო, დიდებო და პატარებო, ახალგაზრდებო და ხანში შესულნო, შვილნო ჩვენისა ეკლესიისანო და ყოველნო მცხოვრებნო ჩვენისა ქვეყანისაო!
კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა და დიდი მეუფე ყოველთა ქართველთა, მოამაგე და მოალერსე მამა ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 90 წლის ხდება!
მადლობა უფალს, რომ მიანიჭა ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობა, ხოლო ჩვენ – პატივი ვცხოვრობდეთ მის ეპოქაში!
მადლობა თქვენ, ჩვენო უწმიდესო, ღვთაებრივი სიბრძნით გაცისკროვნებულო რწმენავ, სასოებავ და სიყვარულო ქვეყნიერებისაო!
გ ი ლ ო ც ა ვ თ ! ! !
























