დღეს NASA-მ გამოაქვეყნა კოსმოსური ტელესკოპის „ჯეიმზ უებბის“ მიერ გადაღებული ახალი ფოტო ღრმა კოსმოსისა.
Kakha Kvashilava: პირველ პლანზე ჩანს „პანდორას კლასტერის“ სახელით ცნობილი გალაქტიკათა დაჯგუფება – 4 „ბამბის მაგვარი“ რამ, რომელიც 100-მდე მცირე გალაქტიკის 4 გალაქტიკად გაერთიანების პროცესს გვიჩვენებს. მათი სხივური ფონი უკვე გაერთიანებულია და ამიტომაც „ბამბის“ ფორმა აქვთ.
სხვათა შორის, ესენი ყველაზე „ახლოს“ არიან ამ ფოტოზე. იქიდან წამოსული სხივი ჩვენამდე 350 მილიონი წელი მოდიოდა, როცა დედამიწა მხოლოდ დინოზავრთა პლანეტა იყო.
ფოტოზე რამდენიმე 50 000-მდე გალაქტიკააო დაფიქსირებული, NASA-ს მეცნიერები გვარწმუნებენ. ასე რომ, აქ არცერთი ვარსკვლავი არაა ჩვენი მშობლიური გალაქტიკიდან. ყველაფერი, რასაც ხედავ ცალკეული გალაქტიკებია, თითოეული ასეულ მილიარდობით ვარსკვლავს რომ შეიცავს.
ის, რასაც ჩვენი თვალი წითლად აღიქვამს, ყველაზე შორს მდებარე გალაქტიკებია. მათგან წამოსული სხივი 13-ნახევარი მილიარდი წელი მაინც მოდიოდა ჩვენს დედამიწამდე. არადა, „მგზავრობა“ რომ დაიწყეს, ჩვენი დედამიწა კი არა, ჩვენი მზეც კი არ არსებობდა.
ბევრი მათგანი თანდათან ხედვის ჰორიზონტს მიღმა ამოეფარება და ვერც ვერასდროს დავინახავთ. თუმცა, რომ როდისმე მათ მივაღწევთ, ამას ფანტასტიკის ავტორებიც კი ვერ უშვებენ. ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან შორს არიან!
ქალაქში ძალიან უღიმღამო ღამის ცას ვხედავთ. სოფლად, სადაც განათება ნაკლებია, უფრო ბრწყინავს ცა, თუმცა, რასაც ვხედავთ, ყველაფერი ჩვენი გალაქტიკისაა. შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ გიგანტური ანდრომეას და ორი მცირე (მაგელანის ღრუბლები) გალაქტიკის შემჩნევა შეგვიძლია. ანდრომედა ჩვენთან შესაჯახებლად მოემართება, მცირე „მაგელანის ღრუბლები“ კი ჩვენი თანამგზავრებია, როგორც მთვარე – დედამიწისათვის.
ასეთი ცის დანახვა მე-20 საუკუნის მიწურულზეც კი ფანტასტიკა იყო, მაგრამ აგერ, ჩვენს ცხოვრებაში, ფანტასტიკა რეალობად იქცა. ნეტავი, რას გვიმზადებს უახლესი მომავალი?! ჰო, ის უნდა გვახსოვდეს, რომ იქ, სადღაც, სიცოცხლე(ები)ა! ალბათ, ისინი უკვე გვიცნობენ ან ჩვენსავით ცას აკვირდებიან და ჩვენ გვეძებენ





























