გასული დაძაბული დღეებიდან ყველამ უნდა გამოიტანოს გაკვეთილი- ხელისუფლებამ, სტუდენტებმა და ოპოზიციამაც.

სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის ვიბრძვით , ბოლომდე უნდა ვიყოთ თავად სამართლიანები. დაუშვებელია უკიდურესი რადიკალიზმი, თუ ვინმეს ამის დიდი მოთხოვნილება გაქვთ, იცოდეთ- ესაა დაუშვებელი! დაუშვებელია თქვენთვის არასასურველი ლექტორებისთვის (პოლიტიკოსებისთვის) აუდიტორიების აჭედვა. თუ თავის პოლიტიკურ აზრებს გახვევენ თავს და არ გინდა- არ დაესწრო. მორჩა და გათავდა. ასეთი ლექტორების ორგანიზებული დევნა არის ყოვლად დაუშვებელი. ამაში ვერავინ გაგამართლებთ, პირიქით ამით მოხდება სტუდენტური მოძრაობის მარგინალიზაცია და შესაბამისად დაკარგავთ საზოგადოების უპრეცენდენტო მხარდაჭერას.
რაც შეეხება ხელისუფლების სახეებს და პროპაგანდისტებს:
დაანებეთ თავი სტუდენტების სტიგმატიზაციას. ნუ შეურაცხყოფთ მათ. ნუ აიგივებთ ჰიტლერიუგენდებთან და ნუ ეძახით გაუნათლებლებს, გაუზრდელებს და მანქურთებს. კანონპროექტი წაკითხულიც არ ქონდათო, ნუ წერთ ასეთ სიბრიყვეს. თქვენზე მეტი იციან. ნუ გამოცდით ახალგაზრდა ადამიანების ჩვეულ რადიკალიზმს, ნუ უვრცელებთ ტყუილებს და ფეიკებს. ეს ყველაფერი აფეთქდება და ქვეყანას წალეკავს.
უკან დახევას ნუ გადააქცევთ პირად ტრაგედიად და ნუ აგრძელებთ სამარცხვინო პროპაგანდას ფეიკინფორმაციებით, ნუ აშინებთ ხალხს “რუსის ჩექმით”.
რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ვისი სჯერათ მე რომ დამიჯერონ, მაგრამ ყველაზე ცუდ დღეში თქვენ ჩავარდებით, თუ ახალგაზრდობის საპროტესტო აქციების გამოყენებას თქვენი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, ქაოსის და არეულობის შესაქმნელად გაბედავთ.
ამ დღეებშიც ბევრი შეგეშალათ და ისევ იქ მდგომმა სტუდენტებმა გაგცეს პასუხი.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ევროკავშირის კანდიდატი- წევრის სტატუსი და ახლა აჯობებს ყველა გავერთიანდეთ ამ უახლოესი მიზნის მისაღწევად.
🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺




























