მე და ჩემი საქართველო !!!
2006 დან 2013 მდე სტამბულში ვცხოვრობდი და ჩემს ქვეყანაში, შიგნით რა ხდებოდა დეტალები მართლა არ ვიცოდი მანამდე?? მანამდე, მიშა ჩემი მეზობელი იყო, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით უბანში, ენერგიული, ზრდილობიანი, მომღიმარი ახალგაზრდა კაცი, ძირითადად ფეხით დადიოდა, ასევე, საკმაოდ თავმდაბალი და უბრალო სანდრა, თეთრი ნივა ჰყავდათ, ერთხელ სანდრას საბურავი დაეშვა, იქვე იყო პროფილაქტიკაც ,მაგრამ მაინც თვითონ შეცვალა, ხომ წარმოგიდგენიათ შევარდნაძის გამომპალი სისტემის და მაშინდელი, გაქსუებული მინისტრებისა, თუ მათი ცოლების ფონზე,მათი საქციელი მართლაც საოცრება იყო, მაშინ პირველად ახლოდან დავინახე ევროპა, რომელსაც მთელი ახალგაზრდობა ასე, ვეტრფოდით. ერთადერთხელ, როცა მე არჩევნებში აქტიურად ჩავები, ეს საკრებულოს არჩევნები იყო, ვაკე საბურთალოს გამგეობაში, ღამეებს ვათენებდიტ, უამრავი პრობლემა გადავლახეთ, ურთულეს უბანში მომიწია ყოფნა, ბიულეტენები დათვლილი გვქონდა უკვე, ნათელაშვილის ხალხი შემოვარდნას და ყუთის გატაცებას აპირებდა, უცებ დავრეკე, დათო სააკაშვილი გარეთ ჯიპით დამხვდა, მე მოვასწარი, ყუთს დავტაცე ხელი და ფანჯრიდან გადავხტი, მანქანაში ჩახუტებული მეჭირა ყუთი, ბიჭები დამცინოდნენ დადე სიდენიაზე, არავინ წაგართმევსო, ცეესკოში ჩემი ხელით შევიტანე, ახალი, გაბრწყინებული საქართველოსთვის ერთ აგურს ვდებდი!!! ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვიყავი, თითქმის ყველა, რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა, მე პრეტენზიაც არ მქონია, მე, ხომ, მხოლოდ ჩემი ქვეყნის წინსვლა მადარდებდა !!! ვარდების რევოლუციის დროს 7 თვის ფეხმძიმე ვიდექი რუსთაველზე, ახლის, მართლაც ევროპული ღირებულებების მოლოდინში!!! მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაშინ რედაქციის შენობაში ვმუშაობდი,ახლანდელი სასტუმრო “რუმსი”საიდანაც ძაღლებივით გამოგვყარეს, მანამდე, კი ვითომდა დარეკეს ბომბია დამონტაჟებულიო, შენობიდან გამოგვიყვანეს, მერე გავიგეთ, მოსასმენი აპარატურა დააყენესო, კი გავიფიქრე რა არის 37 წელი, ხომ არ ბრუნდებათქო, მაგრამ…….. მოკლედ დავრჩი უმუშევარი, პატარა მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი,ჯერ ნორმალურად ამუშავებულიც არ ვიყავი, რომ 2 წლის შვილი დამეწვა, მდუღარე გადაისხა და ზუსტად 1 თვე, დამწვრობის ცენტრში ვიწექით, ნუ მისი მკურნალობა რა დამიჯდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, დამიგროვდა ვალები, ამასობაში შემოიღეს სალარო აპარატები, რომელიც არ იშოვებოდა და წინასწარ განაცხადი უნდა შეგეტანა, გავხსენი მაღაზია, პირველივე დღესვე ვიღაც ზომბი შემოვიდა 3 ლარად ქუდი იყიდა და ჩეკი, რომ არ ამოვურტყი 500 ლარით დამაჯარიმა, ავუხსენი, რომ განაცხადი შეტანილი მქონდა, მაგრამ არც მომისმინა, მე მაინც გავაგრძელე მუშაობა, იმ იმედით, რომ მალე აპარატის რიგი მომიწევდა, მესამე დღეს სხვა შემოვარდა და 5000 ლარით დამაჯარიმა, მუხლებში ჩაუვარდი, ბავშვიც იქ მყავდა, ვაჩვენე დამწვრობა, 2 კვირაა რაც სავადმყოფოდან გამოვედი, არ დამღუპოთქო, მაგრამ არც კი მომისმინა, ნუ ჩავთვალე, რომ ეს ევროპული მიდგომა იყო და დავკეტე მაღაზია, ის ტანსაცმელები 1 ლარად გავყიდე სახლიდან, ბილეთი ვიყიდე, 2 წლის შვილი მოვიგლიჯე მკერდიდან, ჩავჯექი ავტობუსში და წავედი სტამბულში, ისე, რომ არავინ მელოდა, მიუხედავად, იმისა, რომ ეხლა 19 წლის არის ჩემი ბიჭი და 10 წელია ისევ ერთად ვართ, ყოველი გამოხედვისას მაინც იმ თვალებს ვხედავ, მე, რომ ავტობუსთან მაცილებდა….. სტამბულში ცხოვრების დროს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მივდიოდი საკონსულოში და მიშას ვაძლევდი ხმას, პირადი წყენა აღარც კი მახსოვდა ტელევიზორიდან, ისე ბრწყინავდა ჩემი ქვეყანა, 2008 ში, წამოვედი საქართველოში, სარფში, რომ გადმოვდიოდი, პასპორტის კონტროლიორმა თურქულად მითხრა, გაგიჟდი, სად მიდიხარ, ომია თქვენთანო, გამეცინა, თუ ჩემი ქვეყანა არ იქნება, მე, რად მინდა ასეთი სიცოცხლეთქო, თურქეთში მიმავალ მხარეს კი უშველებელი რიგი იდგა, გარბოდნენ ჩვენი ვაი პატრიოტები, თბილისამდე, ვერ ჩამოვედი, უკვე გზები ჩაკეტილი იყო, სარფში ერთი ოთახი ძლივს ვიშოვე, 3 დღე დავრჩი, ჩემს გვერძე ოთახში, ვიღაც გოგო- ბიჭები ერთობოდნენ, მთელი ღამე სვავდნენ და ღრეობდნენ, ფანჯრიდან დავინახე უამრავი ნოუთბუქები, კომპიუტერები, სამკაულები ელაგათ, თუ ომი არ დამთავრდებოდა, თურქეთში გაიქცეოდნენ ჯიგრები, ეს ის ხალხია, ვინც ეხლა უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობს და პატრიოტული ლოზუნგებით გამოდის. ჩემი ქმარი, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე იყო და სულში ჩააფურთხეს, პენსიაც, კი არ დაუნიშნეს, ომში მიდიოდა, ჩემი მაზლი, რომელიც ასევე სამხედრო იყო, მითხრა, თუ საჭირო გახდება, შენს შვილსაც და ცემს შვილებსაც სამხედრო ვერტმფრენით გადმოვაფრენ ბათუმშიო, ჩემი შვილისთვის ჩანთა ჩავალაგებინე, სადაც იდო, ჩემი ხატები, ვეფხისტყაოსანი, ჩემი ოჯახის ალბომები, ტანსაცმლის ადგილიც, კი არ დარჩა, რადგან მეტი ძვირფასეულობა, მე არ გამაჩნდა, მადლობა უფალს მაშინ გადავრჩით. 2012 წელს, როცა აქტიურად გამოჩნდა ოცნება სტამბულში, მე მაშინ ქართული კულტურის ცენტრში ვმოღვაწეობდი, ვეწინააღმდეგებოდი, არ ვაძლევდი უფლებას თურქეთელი ქართველები გამოეყენებიათ, 2013 ში ჩამოვედი და ისეთი საშინელებები გავიგე იმ 9 წელზე, რომ დღესაც შოკში ვარ, ჩემს თავს ვეკითხები’ მაშინ დიქტატურისთვის და ხალხის წამებისთვის დებდი აგურს” თუ ” ბედნიერი ქვეყნის და ხალხის მომავლისთვისთქო” იმის მერე არჩევნებზე აღარც წავსულვარ, შემოსახაზი ვერავინ ვნახე, აგერ უკვე 46 წლის ვარ, თმაში ჭაღარა შემომერია, მალე ნაოღებს დავითვლი, საქართველო, კი, ჯერ არ გაბრწყინებულა!!


























