
დღეს, 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ჩვენ ვიცით, (ვინ იყო მისი დედა, მირანდა ფალავანდიშვილი), ვინ გააჩინა იგი 1939 წლის 31 მარტს, მაგრამ დღემდე არ ვიცით , ვინ მოჰკლა იგი 1993 წლის 31 დეკემბერს.
31 რიცხვი საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის საბედისწერო ციფრია. დაბადების და გარდაცვალების.
1993 წლის დასასრულსა და 94 წლის გზაგასაყარზე ქვეყანას პრეზიდენტი მოუკლეს, ქვეყანას, რომელმაც დღემდე ვერ, ან არ იცის ვინ მოუკლა ქვეყნის პირცელი პირი.
31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 27 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:
„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

























