გილოცავთ დედა ენის დღეს! 🌹
ყველამ გაიგოს!
მსოფლიოს თოთხმეტ დამწერლობაში,
საამაყოთი – ანბანით ჩვენით,
ტრადიციებით, სიბრძნით და მოდგმით,
პატარა ქვეყნით – თუმც დიდი გენით,
საუკუნოვან ომებში ნაწრთობთ,
გამოცდილებით ჭირ-ვარამ ბევრით...
ვინ მოგვერევა! თუ ძველებურად
ერთად დავდგებით ერით და ბერით.
ყველამ გაიგოს! ვერ დაგვჯაბნიან!
თუნდ, სხვადასხვა მხრით გვიტევდეს მტერი.
” ქართველს, ვერასდროს დააჩოქებენ!
მომხვდურის უღელს არ იდგამს ერი! “
ციურიხი
ს, ფოცხვერაშვილი



























