Kakaha Kvashilava
კუნძულ სულავესზე (ინდონეზია) აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის მიერ კედელზე შესრულებული ნახატი ღორისა და 3 ადამიანისა.
თავდაპირველი ანალიზით, მხატვრობის ასაკი განსაზღვრა 45 000 წლით, თუმცა შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ღორის ფიგურა დახატულია 51 200 წლის წინ, ხოლო ადამიანებისა კი – რამდენიმე ათასი წლით გვიან.
მეცნიერების დასკვნით ეს ნახატი (ღორის ფიგურა) ამ დროისთვის ყველა ცნობილ პირველყოფილი ადამიანის მიერ შესრულებულ კედლის მხატვრობას შორის უძველესი, უფრო სწორედ კი – პირველია.
საინტერესოა, რომ გავიდა რამდენიმე ათასი წელიწადი და ვიღაც მახვილგონიერმა იმდროინდელმა “რაფაელო სანტიმ” ადამიანთა ფიგურები მიახატა ღორს და ნადირობის სცენა შექმნა.





























