მარი ჟღენტი
გვწყალობდეს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას წმინდა ნინო!
„ მოდიოდა ნინო მთებით…“
უკუნეთში ციურ ნათლის
მიმონთებით,
მოდიოდა…
„მოდიოდა…
ნინო, მთებით”…
ცას სილურჯე, კაცს სიმუნჯე,
მიწას ცრემლი…
რომ დიოდა…
„მოდიოდა ნინო, მთებით“…
მოდიოდა!
რა უნდა ჰქნან, რა უნდა თქვან,
ან ამ მთებმა,
მზე რომ იწყებს, მზე რომ იწყებს
ცაზე ქანქარს,
ცრუ რწმენანი მიჰყვებიან
სიზმრის ამქარს…
და გაიმი… და გაიმი…
და რომ გაცი…
უგზავნიან თავის შემქმნელს
ანათემას?!
ერთი კაცი… ორი კაცი…
კიდევ – ორი…
მოდიოდნენ…
და გზა იყო ისე შორი,
მე რა ვიცი, შენ რა იცი…
ადამბრიყვო?!
ის პირველი!
ის პირველი, ის – პირველი…
თურმე ჩვენი – ასე მითხრეს –
მეფე იყო!
იქ ყოფილა უშავესი
ხევი ქუფრი
და სდიოდათ… ჩასდიოდათ…
კერპებს ცრემლი –
ცხელი კუპრის!
და მათს მუხლებს შიშისაგან
რომ სციოდათ,
მზის ფსკერიდან ოქროს ქვიშა
რომ სცვიოდა,
„ილლა… ალ…ლაჰ“ ჯერ არც ქუხდა
ხაზარებთან,
დედამიწა რომ სწუხდა და…
ზანზარებდა…
„მოდიოდა ნინო მთებით“…
გრძელი თმებით,
კერპებს სისხლი – კუპრისფერი –
ბუჩქს მაყვალი, ხეს – ნაყარი…
სკას – სანთელი…
ცას ნათელი…
რომ სდიოდათ…
არვინ დარჩა დამჩოქებლად
ავის ფერხთან…
თავის ღმერთთან! თავის ღმერთთან!
თავის ღმერთთან…
საქართველო –
მოდიოდა…
მოდიოდა!
„მოდიოდა ნინო მთებით“…
ათასს უთქვამს…
მაგრამ იგრძნო ვინმემ ნეტავ,
ხმა და სუნთქვა –
ასკდებოდა, როცა კლდეებს
ექო რქებით –
და ბღაოდნენ ტკივილისგან…
ეპოქები?!
„მოდიოდა ნინო მთებით“!
მერე… ჰოდა…
ზენაარი სიტყვა-ღმერთით
მერეხობდა!
არმაზს უკვე „სათქმელი რამ“
აღარ ჰქონდა!
მიწაც უკვე ვერ ჰგუობდა
წელში მოხრილს…
და მკვდარ „ღმერთებს“
თეთრ საფლავში როცა
დასცხათ,
ნათდებოდა ზოგან ქოხი…
ზოგან ფაცხა…
და აუტყდათ უგვან კერპებს
ყანყალი რომ…
შემოუტკბა ნათელს შავი
მაყვალი რომ…
„მხეცს“ ელეთი… თუ მელეთი
მოსდიოდა…
„მოდიოდა ნინო, მთებით“…
მოდიოდა!
ერთი კაცი რომ გაორდა…
რომ გაათდა
და უკუნი რომ განათდა…
რომ განათდა…
ერთი ქოხი… ერთი – ფაცხა…
ორი ოდა…
აღარ დებდა „სატაბაკოს“
კერპის ფერხთან…
საქართველო თავის ღმერთთან!
თავის ღმერთთან!
მოდიოდა…
მოდიოდა…
მოდიოდა!
P.S.
და იმ დღიდან: არვინ გვწამდა
ნინოსავით,
მარად უფალს! სულის აბჯრად
ვიმოსავდით!..






























