ეს რუკა ასახავს შავი ზღვის სახელმწიფოთა ოფიციალურ, საერთაშორისო დონეზე, აღიარებულ საზღვაო საზღვრებს.
6 სახელმწიფო – უკრაინა, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი – ერთმანეთში იყოფს შავ ზღვას.
რუსეთის სივრცე ძალიან მცირეა უკრაინასთან შედარებით და ოდნავ დიდია ჩვენთან შედარებით.
ამიტომაც, რუსეთმა ჯერ ჩვენ ჩამოგვაჭრა აფხაზეთის ოკუპაციით საზღვაო აკვატორიის დიდი ნაწილი, ხოლო მას შემდეგ, რაც იგრძნო, რომ უკრაინას ჰკარგავდა, დაიპყრო ჯერ ყირიმი, შემდეგ მთლიანად აზოვი ჩაიგდო ხელში და ახლა ოდესაზე უჭირავს თვალი.
ჯერჯერობით, მაინც NATO აკონტროლებს შავი ზღვის დიდ ნაწილს.
































