Ajans Gürcü
Şekvetili Dendroloji Parkı, açılışından bu yana geçen 4 gün içinde 100.000’den fazla kişi tarafından ziyaret edildi. 60 hektarlık Şekvetili Dendroloji Parkı, binlerce tür yerel ve dünya egzotik florasını birleştiriyor. Parkta, ülkenin farklı yerlerinden nakledilen 29 eşsiz türden 200’den fazla dev ağaç 18 hektar üzerine dikildi. 42 hektarda, yıllar boyunca dünyanın beş kıtasından ithal edilen binlerce farklı egzotik ağaç ve bitki türü vardır. Park, eşsiz bir bitki koleksiyonuyla birlikte çoğu kırmızı listede bulunan dünyanın tüm kıtalarından 58 kuş türüne ev sahipliği yapıyor. Dendrological Park bölgesinde yüzlerce bitki ile birlikte bir bambu korusu bulunurken, egzotik kuşların yaşadığı bir göl yer alıyor.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, 4 დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია, – ინფორმაციას პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც“ – აღნიშნულია პარკის Facebook-გვერდზე. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.
Youtube.com/c/AjansGürcü ücretsiz abone olun,heberlerin görsellerini izleyin!





























