მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას და ვთხოვ დახმარებას, კონკრეტულ ახალ ქართულ საქმეზე!
Erdoğan Şenol: მოგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ერთი ქართულუ დოკუმენტური ფილმი (ცხინვალი 1920) თურქულ ენაზე გავახმოვანეთ და გავავრცელეთ. ამავე პერიოდში მხედველობაში გვქონდა მეორე ფილმიც, რომელიც ქვია “ციხე-გოჯი”. ფაქტობრივად ეს ფილმიც უკვე თარგმნილი და წაკითხული გვაქვს სტუდიაში, მაგრამ ტექნიკურად მომზადებისათვის გვჭირდება ფილმის მუსიკების ცალკე ფაილები, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. თითქმის 2 თვეა, რაც არ უნდა გავაკეთე, ვერ მივიღე შედეგი, რომ გამოგზავნილი ყოფილიყო, მუსიკის ფაილები და დაგვესრულებინა მორიგი კარგი და უმნიშვნელოვანესი საქმე!
დოკუმენტური ფილმი “ციხე-გოჯი” საქართველოს საზოგადოებრივი არხის, პირველი არხისაა, ანუ საქართველოს სახელმწიფოსაა და არა კერძო!!! ის, პირველი არხის ტელესკოლას პროგრამის დოკუმენტური ფილმია და ძალიან მაგარი დოკუმენტურია.
მე პირადად, ტელესკოლას ფეისბუქ გვერდზე-მესენჯერზე მივწერე, ნახეს და არ მიპასუხეს; იგივე დღეებში მეილზეც მივწერე პირველი არხის მისამართზე; არავინ მიპასუხა ამდენი ხანია. პლიუს, თვეზე მეტია, ვიღაცაებს პირადად ვუთხარი და გავაგენინე, ვთხოვე მხარდაჭერა, მაგრამ უშედეგოდ…
მე და ჩემი მეგობრები ამას ჩვენი ინიციატივით და უანგაროდ ვაკეთებთ; ნებართვა მაინც მოგვეცით, არ მოგვიშალოთ ნერვები და მოგვაწოდეთ მუსიკის ფაილები! ამდენი მაინც გაგვიკეთეთ! თან ეს ჩვენი პირადი საქმე არაა! ამასგან არც ფულს ვაკეტებთ და არაფერი, პირიქით, ჩვენი რესურსები იხარჯება!
თქვენ თუ ფიქრობთ, რომ საავტორო უფლებებიდან გამომდინარე მე და ჩემ მეგობრებს არ გვაქვს ამის გაკეთების და ინტერნეტში თურქულენოვან მოსახლეობას ქართულ ისტორიის ამ გაკვეთილის გავრცელების უფლება, მაშინ თქვენი ქართველობა ეჭვის ქვეშაა! თქვენ სინამდვილეში, ასეთი რამეების სხვა და სხვა ენებზე გავრცელებაზე თვითონ უნდა ცდილობდეთ…
საჯაროდ გთხოვთ ყველას, ვინც წაიკითხავთ ამ სტატუსს; რამე თუ შეგიძლიათ, ამ თემასთან დაკავშირებით, დაგვეხმარეთ! დაუკავშირდით პირველ არხის ხალხს და შემდეგ მეილზე გამოგზავნილი იქნას მუსიკების ცალკე ფაილები: [email protected]
დანარჩენი ჩვენზეა! თუ მოვა ჩემთან ეგ ფაილები, ძალიან მალე გავავრცელებთ ეგ დოკუმენტურსაც თურქულ ენაზე, ჩვენი გახმოვანებით!
მე აქედან ღიად ვამბობ; თუ მაინც ვერ მივიღე შედეგი, მეორე პოსტს დავდებ ძალიან მწარეს და თან, ორ ან სამ ენაზე იქნება მეორე პოსტი.


























