Vahtang Glonti
ამათ უნდათ – ევროპული საქართველო,
მე,უბრალოდ,საქართველო მინდა;
არც პრუსიულ-რუსიული,არც თურქული –
სხვის წისქვილში დარჩენილი მინდად.
გადაითქვა,ლოზუნგები,ბევრჯერ თქმული,
რა ამაოდ – ვინ ძმად ვსახედ,ვინ – დად;
ვართ,ასწლობით,ასე გულებდათუთქული,
მზის წილხვედრში ჯერ ვერ იამინდა.
საქართველო,ვით ქარხანა – მჭრელი ფულის
უნდათ…მე კი – საქართველო მინდა!..
ვახტანგ ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები’’)
06.11.2026.
ყარს,მტერთან ხელშეკრულების
დამდებთა ძვლები,ყარს…
გამოიღვიძე,ქართველო,
კვლავ მოგდგომია კარს
და ისე გათვალიერებს,
როგორც დასაკლავ ხარს…
ყურში ჩაგყვირი,რა მერე,
არც კი შეიცვლი მხარს…
ყარს,რასაც ყავლი გაუდის,
ყავლი გაუდის ყარსს…
ვახტანგ ღლონტი(ციკლიდან ,,წამოკრულები”)
2015 წელი,აგვისტო
ყარსი (Kars) სოფ. ჩენგილი
ჩვენი ნასამშობლარი 🥺
ტაო კლარჯეთი
დღევანდელი თურქეთი
































