იაპონური კიმონოები მონაწილე ქვეყნებს

ცნობილმა იაპონელმა კიმონოს ხელოსნებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად, იაპონური სიმბოლური სამოსი კიმონო შეკერეს. კიმონოს დიზაინი კონკრეტული ქვეყნის უნიკალურ კულტურას ,ისტორიას და მახასიათებლებს ასახავს.პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იდეას: „ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას“ განურჩევლად ეთნიკური,რასობრივი,რელიგიური და ეკონომიკური წარმომავლობისა. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თურქულ და ქართულ მოტივებზე შექმნილი კიმონოებიც.
წყარო:japaninsides.com
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი
























