
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე 2020 წლის 10 იანვარს უმაღლესი ჯილდოთი.- შოთა რუსთაველის მედალით დაჯილდოვდა. მედალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა გადასცა.

ბატონი როინი თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთ-ერთი გამორჩეული ხიდია, იგი წლებია მუშაობს და იკვლევს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ისტორიასა და ეთნოლოგიას. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წიგნი „ლიგანისხოება (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკველვა)“. მას ეკუთვნის ეთნოგრაფიულ-დოკუმენტური ხასიათის ფილმი „საქართველოდან საქართველოში“. მინიჭებული აქვს თედო სახოკიას დარგობრივი პრემია და სხვა.

ვულოცავთ ბატონ როინს ამ წარმატებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ახლა წარმატებებს სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.



























