მოკლედ ქართული პოეზიის შესახებ
Mustafa Yakut (გურამ ხიმშიაშვილი) საქართველოში კარგად იცნობენ თურქულ ლიტერატურასა და პოეზიას, რაც სერგი ჯიქიას მიერ დაარსებული და მდიდარი ტრადიციის მქონე ქართული თურქოლოგიის სკოლის დამსახურებაა. ამის საუკეთესო მაგალითია,მაყვალა ხარებავასა და ალექსანდრე ელერდაშვილისერთ-ერთი ბოლო ნაშრომი, ,,თურქული პოეზიის ანთოლოგია’’ (2018), რომელიც ისეთი თურქი პოეტების შემოქმედების ნიმუშებს მოიცავს, როგორებიც არიან: ჯელალედინ რუმი, იუნუს ემრე, თევფიქ ფიქრეთი, ნაზიმ ჰიქმეთი, საბაჰათთინ ალი, ორჰან ველი, ილჰან ბერქი, ბედრი რაჰმი, რიფათ ილგაზი, მელიჰ ჯევდეთი, აზიზ ნესინი, ოზდემირ ასაფი, ათილა ილჰანი, უმით იაშარი, ჯან იუჯელი, ჯემალ სურეია, ულქუ თამერი, ინჯი ასენა და ადნან ოზერი. ანთოლოგიაში შესულია 40 თურქი პოეტის ლექსები და მათი მოკლე ბიოგრაფიები. ლექსების უმრავლესობას თან ახლავს თურქული ორიგინალებიც.
რაც შეეხება ქართულ პოეზიას, რომელიც სათავეს შორეულıწარსულიდან იღებს და მდიდარი ტრადიციით გამოıრჩევა,თურქი მკითხველი, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობს. ქართული პოეზიისმწვერვალია ,,ვეფხისტყაოსანი’’, თამარ მეფისადმი მიძღვნილი პოემა, რომელიც მე-12 საუკუნის ბოლოსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე დიდი ქართველიპოეტის, შოთა რუსთაველის კალამს ეკუთვნის. 1669ოთხტაეპიანი სტროფისგან შემდგარი ,,ვეფხისტყაოსანი’’ შუა საუკუნეების ეპიკური ჟანრის ქართულ შედევრად არის მიჩნეული. ყველას აღაფრთოვანებს სიყვარულის ისტორია, რომელშიც პოეტის მიერ დიდი ოსტატობითა და ხატოვნად არის გადმოცემული სულიერი გრძნობები. ,,ვეფხისტყაოსანი’’ მრავალ ენაზეა თარგმნილი და რა სამწუხაროა, რომ თურქულ ენაზე ჯერჯერობით არ მოიპოვება ორიგინალი ენიდან შესრულებული შესაფერისი დონის თარგმანი.
მე-18 საუკუნემდე პერიოდში, როცა საქართველო მუდმივად გარე დამპყრობლებისგან იყო შევიწროებული, უნდა გამოვყოთ ორი პოეტი: დავით გურამიშვილი(1705-1792) და ბესარიონ გაბაშვილი(1750-1791). მე-19 საუკუნის პოეტებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავთ ალექსანდრე ჭავაჭავაძეს (1768-1848), გრიგოლ ორბელიანს (1804-1840) და ქართული რომანტიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბარათაშვილს (1871-1845). ბარათაშვილმა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, დიდი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდის ქართველ პოეტებზე.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მე-19 საუკუნის საქართველოს სალიტერატურო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან დიდი როლი ითამაშარუსეთის დამპრობლური პოლიტიკისგან საქართველოსგათავისუფლების საქმეში. ილია ჭავჭავაძემ აკაკი წერეთელთან (1840-1915) ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ლიტერატურული ენის შექმნას.
ამავე პერიოდში მოღვაწეობდა ვაჟა-ფშაველა (1861-1915), რომელმაც შექმნა თვითმყოფადი პოეტური სამყარო, სადაც მითოლოგიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
1920-იან წლებში ქართული ლიტერატურის განახლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ,,ცისფერყანწელებს’’, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებით შთაგონებულგაერთიანებას, რომლის დამაარსებლებს შორის იყვნენ პაოლო იაშვილი (1894-1937), ტიციან ტაბიძე (1875-1937), გალაკტიონ ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვა. მათი მიზანი იყო ქართული კულტურის გათანამედროვება. თავდაპირველად ისინი მისდევდნენ სიმბოლიზმსა და დადაიზმს, მოგვიანებით კი – პატრიოტულ რეალიზმს. მათ, ბორის პასტერნაკის თარგმანებით, ქართველ მკითხველს ავანგარდული პოეზია გააცნეს.
თანამედროვე ქართული პოეზია
1998 წელს გამომცემლობა ,,სინათლემ’’ გამოსცა ფაჰრეთ ჩილოღლუს მიერ მომზადებულიწიგნი ,,თბილი სევდა’’, რომელიც ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს. მასში ჰასან ჩელიქის, ფაჰრეთინ ჩილოღლუს და ისმაილ იერგუზის თარგმანები შევიდა.წიგნის ერთ-ერთი ნაწილი – ,,თანაედროვე ქართული პოეზია’’, დაეთმო ქვემოთ წარმოდგენილი ხუთი პოეტის მოკლე ბიოგრაფიებსა და ლექსებს.

– გალაკტიონ ტაბიძე(1891-1959)
-ანა კალანდაძე(1924-2008)
-მუხრან მაჭავარიანი(1929-2010)
-თამაზ ჭილაძე და (1931-2018)
-ეკა ბაქრაძე(1976….)
გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი იყო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობის პოეტებზე. გალაკტიონი ყველაზე ოსტატურად იყენებდა მდიდარი ქართული ენის შესაძლებლობებს, რითაც თითოეული ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი ჰპოვა და ,,თანამედროვე ქართული პოეზიის მეფედ’’ იქნა აღიარებული.
***
ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნილი ლექსების პირველი კრებული ქართული მწერლობით დაინტერესებულფაქირ ბაიქურთსა და მის მეგობარს, წარმოშობით ქართველს, აბდურაჰმან ჩეთინქაიას (ილია ხიმშიაშვილი) ეკუთვნის.
ეს ქართველი პოეტის, ბათუმის მკვიდრის, ფრიდონ ხალვაშის ლექსებია, რომელიც 1988 წელს, გერმანიაში გამომცემლობა ,,ორთადოღუმ’’გამოსცა.კრებულის წინასიტყვაობაში ფ. ბაიქურთი აღნიშნავდა: ,,ფრიდონ ხალვაში თავმდაბალი ადამიანია. მას არ სურს საზოგადოებაში გამოირჩეოდეს, როგორც პოეტი. იგი უბრალო, ყველასათვის გასაგებიენით წერს. მიწა, მიწაზე მომუშავე ადამიანები, მშვიდობა, მეგობრობა, ოჯახური ცხოვრება – აი, ამ თემებს ეხება ეს ლექსები, რომელთა წაკითხვის შემდეგ ისინი ჩვენ თვალწინსაოცარ მასშტაბსა და სიღრმეს იძენს.
რა სამწუხაროა, რომ ძალზედ მცირეა თურქულად თარგმნილი ძველი თუ ახალი ქართული მწერლობის ნიმუშები. მაშინ როცა, ერების ურთიერთგაცნობისა და ურთიერთსიყვარულის საუკეთესო გზა სახელოვნებო ურთიერთობებსა და უპირველესად,პოეზიაზე გადის…. მე და ჩემმა მეგობარმა, ა. ჩეთინქაიამ ხალვაშის სამი კრებულიდან 80 ლექსი ავარჩიეთ და გავათურქულეთ. ეს წიგნი, რომლის სათაურიცაა,,რაც არ უნდა იყოს’’, თურქულ ენაზე თარგმნილი პირველი ქართული ლექსების კრებულია. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ სათანადო პატივი მიგვეგო თურქული ენისა და ფრიდონ ხალვაშისათვის. მაგრამ რამდენად მოვახერხეთ ეს?
ვისაც უცდია, მხოლოდ მან იცის,რამდენად რთულია პოეზიის თარგმნა. სანამ ორივე ენის უკეთ მცოდნეები გამოჩნდებიან და უკეთეს თარგმანებს შემოგთავაზებენ, ჩვენი თარგმანი იცოცხლებს ამ საქმის მცოდნეთა სულგრძელობის წყალობით’’. დუისბურგი 25.12.1987

ამჟამად გაგაცნობთ თანამედროვე ქართველ პოეტსა და პოლიტიკოსს, დავით (დათო) მაღრაძეს. დათო მაღრაძე 1962 წელს თბილისში, ლიტერატორ ელგუჯა მაღრაძის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
იგი 2004 წელს შემოღებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორია.
1984-92 წლებში მუშაობდა სხვადასხვა წამყვანი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთის რედაქტორად. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იკავებდა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას (1992-95 წწ). 1999-2002 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა და ,,ვარდების რევოლუციას’’ დაუჭირა მხარი. 2009 წლიდან კი შეურთდა ოპოზიციურ მოძრაობას, რომელიც სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა. 2019 წლის აპრილში ვატო შაქარიშვილთან და გია გაჩეჩილაძესთან ერთად დაარსა პოლიტიკური მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო’’. 1997-2010 წლებში იყო საქართველოს პენ-კლუბის პრეზიდენტი. მიღებული აქვს არაერთი საერთაშირისო ლიტერატურული პრემია და საქართველოს ღირსების ორდენი.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთარგმნელობითი პროგრამის მიერ დათო მაღრაძის ლექსები ითარგმნა 17 ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ, თურქულ და სომხურ ენებზე. თურქულ ენაზე თარგმნილი პოეტური კრებულებია:
- სალვე (თარგმანი ი. ილმაზი-მ.გურგენიძე)
- ჯაკომო პონტი (თარგმანი ი. ილმაზი)
- უსადაურო (თარგმანი ი. ილმაზი)
ქვემოთ წარმოგიდგენთ ჰასან ჩელიქის მიერ შესრულებულ თარგმანებს: დათო მაღრაძის ორ ლექსს ( ყაზბეგის ქუჩა №14და ჰაჯი მურატი), ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანსა’’ და გრიგოლ ორბელიანის ,,მუხამბაზს’’. ვფიქრობთ, რომ თუ ჰასან ჩელიქის მიერ თურქულ ენაზე ბრწყინვალე ოსტატობით ნათარგმნი ლექსები ,,ქართული პოეზიის ანთოლოგიად’’ იქცევა, ეს მნიშვნელოვნად შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც ქართული პოეზიის თურქულ ენაზე თარგმნის სფეროში არსებობს .
ყაზბეგის ქუჩა №14
და იყო სახლი, იყო მაგიდა,
იყო თოვლივით ქათქათა სუფრა.
და აღარასდროს აღარ წავიდა
დღესასწაული მოსული სტუმრად.
არ დარჩენილა არავინ უბრად
და გამოებნენ მაგიდას თოკით.
და იყო დედა _ ქათქათა სუფრა
და იყო მამა _ სუფრაზე დოქი.
იყო სახელიც… და უსახელოც,
როგორც სჩვევია ხალხმრავალ ბაქანს,
და იყო დედა _ თეთრი საყელო
და იყო მამა _ პერანგზე ლაქა.
დგებოდა დილა
ღამის ნარჩენით,
ისმოდა ლურჯი მონასტრის ზარი,
დედა _ გახსნილი ფართოდ ფანჯრები,
მამა _ ოთახში ორპირი ქარი.
და მერე, როცა ღრუბლიან სამანს
მიუახლოვდა სნეული სევდა,
კედელზე გაჩნდა ღიმილი _ მამა,
ღიმილთან ცვილის სანთელი _ დედა.
და იყო სახლი.
დათო მაღრაძე
თარგმანი ჰასან ჩელიქისა
ჰაჯი-მურატი
თემირხანშურას აყრია წლები…
ბურნუთს ღეჭავენ სოფლის მამანი.
ქვებზე უწყვიათ გამხმარი ძვლები,
თეთრ წვერს გადაჰკრავს შაბიამანი.
ყარაულობენ სჯულსა და ადათს,
მოლას მოძახილს მაღლივ შენობით,
სიბრძნე იქ არი,
არიან სადაც,
ღმერთთან არიან უკვე „შენობით„.
და მოხალული მზისგან აული
ფიცის და ხმალის ნიშნობას იცავს
და სიმამაცის დღესასწაულის
ცხედრებს იბარებს აულის მიწა.
…და ამ აღწერამ სოფლის სურათის,
მგონი, წამიღო…
და წოტა ვნანობ,
და ახლა ვფიქრობ, ჰაჯი-მურატი
აულში რა გზით შემოვიყვანო.
შეწითლდა სხივის მძაფრი ნაწილიც,
უნდა ვიჩქარო, თორემ ბინდდება,
შემოცურდება ცაზე არწივი
და ჩემგან შველა არ დასჭირდება.
ფრთების მარაოს რხევას მისნაირს
ვეღარსად ნახავ,
ფიცივით გწამდეს,
მე დაგანახებ ხუნძახის ნაიბს,
თუკი გამოჩნდა შებინდებამდე.
ისე კი, მართლა ბინდისფერია
თავისუფლებით წაშლილი ზღუდე.
ვერ იგრძნო კაცი ვერც იმპერიამ,
ვერც საკუთარმა კრაზანის ბუდემ.
რომ იგრძნოს, უნდა შეხვდეს ტოლს ტოლი,
ესმოდეს მისი უსიტყვო ენა,
ამიტომ იყო,
გრაფმა ტოლსტოიმ
მისი ცრემლი რომ იხმარა მელნად.
იცნო ნაბიჯი კოჭლი და სწრაფი,
შეჰფიცა ყონაღს როგორც წესია,
ხალხურ სამოსში ვერ იგრძნეს გრაფიც
ვერც ხელმწიფემ და ვერც ეკლესიამ.
მეც მოვინდომე, რომ გაგიმთელო
მაგ სულის ბზარი, მივენდე რითმას,
მაგრამ შემინდე, ჩემო მკითხველო,
მინდოდა, მაგრამ
მომისწრო ბინდმა.
დათო მაღრაძე
თარგმანი ჰასან ჩელიქისა
ჰაჯი მურატი (1790-1852)
კავკასიის მთიელთაგანმათავისუფლებელიბრძოლისმონაწილე.ავარიის სახანოს ერთ-ერთი მმართველი, რომელიც შამილის ეპოქაში ცხოვრობდა და მისი ნაიბი იყო. ერთი პერიოდი შიშის ზარს სცემდა ცარისტული რუსეთის ჯარებს, რომელთაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოდა. მას თავი მოჰკვეთეს და რუსეთის იმპერატორს მიართვეს. მოგვიანებით თავის ქალა პეტერბურგის კუნტსკამერის მუზეუმში, (ამჟამად ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი), ექსპონატის სახით გამოფინეს.
მერანი
მირბის, მიმაფრენსუგზო-უკვლოდჩემიმერანი,
უკანმომჩხავისთვალბედითიშავიყორანი!
გასწი, მერანო, შენსჭენებასარაქვსსამძღვარი,
დანიავსმიეცფიქრიჩემი, შავადმღელვარი!
გაკვეთექარი, გააპეწყალი, გარდაიარეკლდენიდაღრენი,
გასწი, გაკურცხლედაშემიმოკლემოუთმენელსასავალნიდღენი!
ნუშეეფარვი, ჩემომფრინავო, ნუცასიცხესა, ნუცაავდარსა,
ნუშემიბრალებდაქანცულობითთავგანწირულსაშენსამხედარსა!
რაა, მოვშორდეჩემსამამულსა, მოვაკლდესწორთადამეგობარსა,
ნუღავიხილავჩემთამშობელთადაჩემსასატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საცდამიღამდეს, იქგამითენდეს, იქიყოსჩემიმიწასამშობლო,
მხოლოდვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნოგულისამესაიდუმლო!
კვნესაგულისა, ტრფობისნაშთი, მივცეზღვისღელვას,
დაშენსმშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსალტოლვას!
გასწი, მერანო, შენსჭენებასარაქვსსამძღვარი,
დანიავსმიეცფიქრიჩემი, შავადმღელვარი!
ნუდავიმარხოჩემსამამულში, ჩემთაწინაპართსაფლავებსშორის,
ნუდამიტიროსსატრფომგულისა, ნუღადამეცესცრემლიმწუხარის;
შავიყორანიგამითხრისსაფლავსმდელოთაშორისტიალისმინდვრის,
დაქარისშხალიძვალთაშთენილთაზარით, ღრიალით, მიწასმამაყრის!
სატრფოსცრემლისწილმკვდარსაოხერსადამეცემიანციურნიცვარნი,
ჩემთანათესავთგლოვისანაცვლადმივალალებენსვავნიმყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემომერანო, გარდამატარებედისსამძღვარი,
თუაქამომდეარემონამას, არცაწემონოსშენიმხედარი!
დაემოვკვდემეუპატრონოდმისგან, ოხერი!
ვერშემაშინოსმისმაბასრმამოსისხლემტერი!
გასწი, მერანო, შენსჭენებასარაქვსსამძღვარი,
დანიავსმიეცფიქრიჩემი, შავადმღელვარი!
ცუდადხომმაინცარჩაივლისესგანწირულისსულისკვეთება,
დაგზაუვალი, შენგანთელილი, მერანოჩემო, მაინცდარჩება;
დაჩემსშემდგომადმოძმესაჩემსასიძნელეგზისაგაუადვილდეს,
დაშეუპოვრადმასჰუნეთვისიშავისბედისწინგამოუქროლდეს!
მირბის, მიმაფრენსუგზო-უკვლოდჩემიმერანი,
უკანმომჩხავისთვალბედითიშავიყორანი!
გასწი, მერანო, შენსჭენებასარაქვსსამძღვარი,
დანიავსმიეცფიქრიჩემი, შავადმღელვარი!
ნიკოლოზ ბარათაშვილი
თარგმანი ჰასან ჩელიქისა
ნიკოლოზ ბარათაშვილი (დეკემბერი 1817-1845), ქართული რომანტიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოებით შემორჩა ქართულ ლიტერატურას.
მუხამბაზი
მუხამბაზო, რატკბილირამხმახარო.
ჩამჩი-მელქო
გინდმეძინოს, მაინცსულშიმიზიხარ!
თვალთავახელ, ზედწამწამზედმიზიხარ!
ყმასავითამეერთგულიშენივარ,
გინდამკლავდე, არასგეტყვი—შენივარ.
სადაცწახვალ, მემაშინვეიქავარ,
გინდვერმნახო, იცოდერომიქავარ,
რასგაწუხებ? მეჩემთვისაიქავარ!
ჩემთვისჩუმადვამბობ: ”რალამაზიხარ!”
გინდმეძინოს, მაინცსულშიმიზიხარ!
თვალთავახელ, ზედწამწამზედმიზიხარ!
რტოალვისა, შენიწელიმგონია,
მაგწელზედაცისარტყელამგონია,
ეგთვალები—ცაშიელვამგონია.
ვარდისსუნთქვა—შენისუნთქვამგონია.
როსმეღირსოს, ვჰსთქვა: ”გეთაყვა, ჩემიხარ!”
გინდმეძინოს, მაინცსულშიმიზიხარ!
თვალთავახელ, ზედწამწამზედმიზიხარ!
ათიგზამაქვს, ათივეშენკენმოდის!
ფიქრებიმაქვს, წინშენისახემოდის!
მინდარამვჰსთქვა—შენისახელიმოდის!
ჩემსგულშირაამბებია, რამოდის?
ერთხელმაინცმკითხე: “აგრერათახარ?”
გინდმეძინოს, მაინცსულშიმიზიხარ,
თვალთავახელ, ზედწამწამზედმიზიხარ!
ჩემსდარდებსავინინაღვლის, ვინარის?
ვისრათუნდა, ლოპიანავინარის?
მკვდარიათუცოცხალია, ვინარის?
ქვეყანაშიაბარაა, ვინარის?
შენარმეტყვი, ვიცისულითნაზიხარ!
გინდმეძინოს, მაინცსულშიმიზიხარ,
თვალთავახელ, ზედწამწამზედმიზიხარ!
ორთაჭალისბაღშიმნახე, ვინავარ,
დარდიმანდისლხინშიმნახე, ვინავარ!
ჯამითტოლუმბაშიმნახე, ვინავარ!
აბამუშტისკრივშიმნახე, ვინავარ! —
მაშინშეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასიხარ!”
გინდმეძინოს, მაინცსულშიმიზიხარ,
თვალთავახელ, ზედწამწამზედმიზიხარ!
გრიგოლ ორბელიანი
თარგმანი ჰასან ჩელიქისა
*გულქანოვი, მელქონ (მელქუა) – ავლაბრელი (თბილისის ერთ-ერთი უბანი)აშუღი. თურქულიდან თარგმნა ირინე ჯავახიძემ





























