თამაზ ბუთხუზი:
მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
(გაგრძელება)
. . . ამრიგად, საზოგადოება ინგრევა, იფიტება და იშლება ყველა დონეზე. . . . .სწორედ ამ მდგომარეობის ნათელი დადასტურებაა კორუფციის, კრიმინალის, არნახული ზრდა; ესაა საზოგადოების სულიერი გამოფიტვის შედეგი. და ცხადია, ამ უკანასკნელ პრობლემათაგან მქონებელნი ყველაზე უფრო დაუცველნი არიან.
სიღატაკე საშინელებაა თუნდაც იმიტომ, რომ ის მთელ ჩვენს დროს ითხოვს. შესაბამისად, გააზრების საშუალება აღარ გვაქვს. შედეგად, სითამამის, თავისუფლებისაკენ სწრაფვის იმპულსიც კი ქრება. ეს ის ამაზრზენი მდგომარეობაა, როდესაც მთელი ჩვენი ენერგია მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლად იხარჯება. ამიტომაა, რომ სიღატაკე მთელი სისასტიკით ადამიანის ღირსების წინააღმდეგაა მიმართული.
სიღატაკე ადამიანის დაქვეითებული ენერგეტიკული მდგომარეობაა, რაც მასში დაუნდობლად კლავს სიხარულს. ადამიანი “საღათას ძილში” გადაჰყავს. პრობლემის ტრაგიზმი ის არის, რომ შეიძლება ადამიანს არსებობის საშუალება ჯერ კიდევ შემორჩა, მაგრამ ეს მის სიღატაკის ზღვართან მიახლოებას სულაც არ გამორიცხავს.
სიღატაკისკენ მიმავალ გზაზე არც შლაგბაუმი დაგხვდებათ და არც გამაფრთხილე¬ბელი აბრა წარწერით _ “აი, ამ ხაზის შემდეგ იწყება ის, რაც შენში ადამიანს გასრესს!”
სიღატაკის მუხანათობა ის არის, რომ მისი ზღვარი შეუმჩნეველია . . . .
(გაგრძელება იქნება)






























