„ულმობელი იყო ბოლშევიკური ტერორი: გამოგიყენებდნენ და მოგიშორებდნენ თავიდან…
გალაკტიონი გადარჩენილიყო.
მაინც რას ეხსნა:
- იმიტომაცა რო არ დაუახლოვდა არც პირველ ბოლშევიკებსა, არც მომდევნოთა, არ დაუახლოვდა, არ დაუმეგობრდა და ცოტა შერეკილის სახელიც გაუვარდა. ასეც იქცეოდა. ხასიათიც უწყობდა ხელსა და ცოტას ისედაც უმატებდა“…
/როსტომ ჩხეიძე. „კომიკოსი ტრაგედიაში“, 2012 წელი/
( ლეილა გორდელაძე )





















