Kakha Kvashilava : ერთ ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმოამდგენელს, ამჟამად რუსეთის მოქალაქეს, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
არ ვიცი, რა პრინციპით ხელმძღვანელობს შესაბამისი კომისია, რა იურიდიული საფუძვლები უდევს სათანადო გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ, თუ საქართველოს მოქალაქეობის მსურველს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების კრიმინალური ფაქტი არ უდასტურდება, მას – და განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას ეროვნებით ქართველსა და აფხაზზე (რადგან მათ სხვა ისტორიული სამშობლო გარდა საქართველოსი არ გააჩნიათ!) – საქართველოს მოქალაქეობა ყოველგვარი წინაპირობის (ენის, ისტორიის და სამართლის ცოდნა) გარეშე უნდა მიეცეს.
ბევრი არაქართველი და არააფხაზი ღებულობს ლეგალურად ჩვენს მოქალაქეობას. ამის წინააღმდეგი არ ვარ, თუკი ის პატივს სცემს საქართველოს.
მაგრამ, როცა აფხაზს (თან ქართულ-აფხაზური ოჯახის წევრს, ან თუნდაც მხოლოდ აფხაზური) აქ პრობლემებს უქმნი (თუნდაც კანონმდებლობის შესაბამისად), აქ დასაფიქრებელი ვითარება იქმნება.
მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს ვიქტორ ჰიუგოს დებულება მისი ცნობილი რომან “საბრალონიდან”: კანონს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური სახე უნდა ჰქონდეს!
ალბათ, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის დადებითად შეიცვლება, მაგრამ ასეთმა გადწყვეტილებამ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მსურველს გული გაუტეხოს, შემდგომ მცდელობაზე უარი ათქმევინოს.
‘საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი?”, – როგორც პოეტმა თქვა ათწლეულების წინ.
ვიცი, ის ადამიანი გულს არ გაიტეხს, ის მისი სამშობლოს ღირსეული მამულიშვილია და ახლად ცდის ბედს, მაგრამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, არ უნდა დამდგარიყო.





























