არაფერი იცვლება…. ჩემი ბედიც მიჰყვება იმ საცოდავი ბედის უკუღმართობას…. კიბოსაც კი ვსძლიე მაგრამ ქართული პოეზიის ანტოლოგიის(XX საუკუნის- 29 პოეტი 206 ლექსი) გამოცემას ვერაფერს ვშველი უკვე ლამის ორი წელია…. ხო… არავინ მკითხოთ რატომ…..
***
ბევრ რამეს ვფიქრობდი ირაკლი და შენ გესაუბრებოდი…. მაგრამ კიდევ კარგი შემთხვევით რაღაცა სხვა ღილაკს დავაჭირე და წაიშალა რაც დავწერე… არაფერი ისეთი სულ დედის რაღაცებს ვუტრიალებდი წეფთისციხის მფლობელის ფალელის თამადობით რიგ ომახიან სახელს 1921 წლის ბელადების ჩათვლით…. შენ აგერ მიდიხარ და მე კი ვრჩები იქ სადაც…. აბა შენ თქვი კაცო აქ მეტს რას ვიქ…. ხო და ისტორიის კეთილებიც…. აგერ ნუგეში ცოტაოდენი, ისე ჩემთვის, ამ საათზე როცა ვსკდები ტრაკზე ცალკე ამ ჯანდაბაში და ცალკე გულზე მითუმეტეს…. მაშ ისევ პოეზია…. თანაც მუხამბაზი, ისე შენთვის და ამჯერად შენი „ჩვენებურებისთვის„ …. გვისმინოს იქნებ ზეარსმან….
(ჩვენში დარჩეს და ზუსტად მუხამბაზის სტილია თურქულადაც)
Hasan Çelik/ 23 Eylül 2018
MUHAMMES (MUHAMBAZ)
Muhammes ne leziz sessin böyle
Çamçi – Melko
Uykumda bile ruhumda sen varsın !
Açsam da gözümü müjganımdasın!
Sadık bir köle gibi seninim ben,
Öldürsen de laf etmem – seninim ben.
Nere gitsen anında ordayım ben,
Görmesen de, bil ki ordayım ben !
Sıktım mı? Kendim için ordayım ben,
İçimden söylenirim: “Ne güzelsin” !
Uykumda bile ruhumda sen varsın !
Açsam da gözümü müjganımdasın!
Kavak dalını, belindir sanırım,
Belinin gökkuşağıdır sanırım,
Gözlerini – gökte şimşek sanırım,
Gül nefesi – soluğundur sanırım.
Kısmet olsa sorardım: “Benim misin?”
Uykumda bile ruhumda sen varsın !
Açsam da gözümü müjganımdasın !
On yolum var, onu da sana çıkar !
Fikrim var, karşıma siman çıkar !
Bir şey söylesem – illa adın çıkar !
Yüreğimde nemi var, ne mi çıkar ?
Bir kez bari sorsan : “Neden böylesin ?”
Uykumda bile ruhumda sen varsın !
Açsam da gözümü müjganımdasın!
Benim dertlerime kim yanar ki, kim?
Kimin nesine, ıslak Mikhua kim?
Ölü müdür, diri midir, o da kim ?
Yeryüzünde neye yarar ki, o kim ?
Sen söylemezsin, bilirim çok naifsin !
Uykumda bile ruhumda sen varsın !
Açsam da gözümü müjganımdasın!
Ortaçala bağında gör, kimim ben,
Gamsız şölenlerde bir gör, kimim ben !
Elde mey, tamadayken gör, kimim ben !
Yumruk dövüşünde gör ki kimim ben ! –
Seversin o an, dersin: “Değerlisin !”
Uykumda bile ruhumda sen varsın !
Açsam da gözümü müjganımdasın!
Grigol ORBELİANİ
Türkçesi: Hasan Çelik

გრიგოლ ორბელიანი
მუხამბაზი
მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.
ჩამჩი–მელქო
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
რტო ალვისა, შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები — ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა — შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვჰსთქვა: ”გეთაყვა, ჩემი ხარ!”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა — შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! —
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასი ხარ!”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!























