ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობ.
ზომა 178X168 სმ. ტილო, აკრილი.

მერწმუნეთ, ვინც ფიქრობთ რა მარტივია აბსტრაქციის შექმნა – სულაც არ არის ასე!
ამას ხშირად ვწერ და თავიდანვე პატიებას მოვითხოვ- თუ ვინმეს უნებლიედ ვაბრაზებ, მაგრამ ვეცდები კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი მოსაზრება, რის გამოც ვცდილობ აღვწერო აბსტრაქციის სირთულეები და პირობები, რათა უფრო კარგად გაგებული იყოს ის, რისი თქმაც მსურდა ახლა.
ძალიან რთულია აბსტრაქციაში კარგი კომპოზიციის შექმნა.
ლაქები, ფერები, შტრიხი, ხაზი, ტექნიკა, ფაქტურა, წყობა.
და თან ამ ყველაფრის გაერთიანება, ისე, რომ ერთიანი სურათი შეიქმნას.
სურათში, თუ შეამჩნევ, ამ ჩამონათვალიდან ყველაფერი, რომ თავის ადგილზეა, მაშინ ნამდვილად გაგიმართლა და ბედნიერად გრძნობ თავს.

























