**,,ძამა,მათხუე ულვაში”…
ძველ ბათუმელებს ახსოვთ ფარვიზ გაგუა – მოჭიდავე
და მწვრთნელი;ჭიდაობასთან ერთად კაცობასაც რომ
ასწავლიდა თავის შეგირდებს…
ერთხელაც,მადლიერმა მოწაფემ,სოფელში მიიწვია
თავისთან,მშობლების გასაცნობად…ფარვიზამ ერთი–
ორი მეგობარიც იახლა თან და გაიშალა მამაპაპური
სუფრა…თრობაში შესვლა–გამოსვლის ,,სტილი” ხომ
სხვადასხვა გვაქვს ყველას და პატივცემულ სტუმარს,
რატომღაც,სხვა სუფრიდან შემოსწრებული ჩია ტანის
მეზობელი აუხირდა – ,,ძამა,მათხუე,ულვაში…”შეცბა
ფარვიზა,თუმცა მასპინძლის ხათრით არაფერი შეიმ–
ჩნია…ამით არ დამთავრებულა,დაუპატიჟებელმა სტუ–
მარმა არად ჩააგდო მასპინძლის შენიშვნა და სხვადა–
სხვა დროს კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა უცნაური
თავისი თხოვნა…
იმ დღეს ფარვიზა ჩვეულზე ადრე წამოდგა სუფრი–
დან,მასპინძელს ოჯახი დაულოცა და მეგობრებთან
ერთად ჭიშკრისკენ გასწია და როცა ისევ შემოესმა –
,,ძამა,მათხუე მაი ულვაში,”უკვე ვეღარ მოითმინა და
–ვერ გათხუებ,ვერაო – როგორც იქნა აღირსა პასუხი…
რეიზა,ძამაო – გაუკვირდა იმას და ამან – რეიზა და,
გეტყობა,რისი ჭამაც გიყვარს და დამისვრიო…
P.S.მერამდენე თვეა თითქმის არაფერი დამიწერია აქ
ზოგიერთების გამო და,გამიშვით რა,თქვე უსაბუთო
გიჟებო...
























