Uluslararası Tüketici Merkezi, dünyadaki tüketiciye dost 52 dinamik şehrin endeksini yayınladı. Endekse göre Gürcistan’ın başkenti Tiflis ilk 10’da yer aldı. Merkez, tüketicilere, hangi şehrin daha iyi ekonomi modeli üzerine inşa edildiği, hizmet çeşitliliğini sağladığı ve tüketicileri desteklediği konusunda bilgilendirmek için kullanılıyor. Endekse göre ilk 10 dost şehir şöyle: Tallinn, Vilnius, Riga, Moskova, St. Petersburg, Varşova, Kiev, Sao Paulo, Tiflis ve Helsinki. 52’nin en altında yer alan şehirler ise şöyle: Prag, Dublin, Amsterdam, Bratislava, Ljubljana, Sofya, Tokyo, Lahey, Lüksemburg ve Atina. Bu şehirler, hükümetler tarafından hem şirketlerin hem de tüketicilerin çıkarlarına karşı aşırı düzenleme ile karakterize edilir. Endekste “Tiflis dokuzuncu sırada yer alıyor ancak 2019’da çıkarılan taksi düzenlemeleri büyük ölçüde uygulansaydı tüm Avrupa şehirlerinin önünde yer alacaktı” deniyor. Uluslararası Tüketici Merkezi, dünya çapında 100’den fazla ülkede tüketicilerin haklarını korumaya yardımcı oluyor.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Consumer Choice Center“-მა გამოაქვეყნა ინდექსი, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი მათი ღიაობის მიხედვით გაზიარებითი ეკონომიკისადმი. ინდექსი თავის მხრივ პირველია და მას გამოიყენებენ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას. ინდექსის მიხედვით, პირველ ათეულში შევიდნენ: ტალინი, ვილნიუსი, რიგა, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ვარშავა, კიევი, სან-პაულუ, თბილისი და ჰელსინკი. სიის ბოლოში მოექცნენ: პრაღა, დუბლინი, ამსტერდამი, ბრატისლავა, ლუბლიანა, სოფია, ტოკიო, ჰააგა, ლუქსემბურგი და ათენი. აღნიშნული ქალაქებისთვის დამახასიათებელია მთავრობათა მიერ გადაჭარბებული რეგულირება როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ. „თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის თავისუფლების მხრივ მე-9 ადგილზეა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის ტაქსების რეგულაცია რომ არ განხორციელებულიყო, რამაც დიდად დააზარალა მძღოლები, იგი პირველ ადგილს დაიკავებდა და გაუსწრებდა ევროპის ყველა ქალაქს’’ – განაცხადა კვლევის თანაავტორმა, თამარ ტარსაიძემ. კვლევის ფარგლებში შემოწმდა მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი ტაქსის აპლიკაციებზე, ელექტრონულ სკუტერებზე, ბინების გაქირავების პლატფორმებზე, მანქანების გაქირავებაზე როგორც კომპანიების, ასევე კერძო პირების მიერ და ბოლოს – სპორტული დარბაზების გაზიარების აპლიკაციებზე (Gym Sharing Apps) , რაც სამწუხაროდ, თბილისში ჯერ-ჯერობით არ არის მოქმედი და სხვა ქალაქებში ანიჭებს მომხმარებლებს -კომფორტს, ხოლო კომპანიებს – ბევრად დიდ შემოსავალს. Consumer Choice Center-ი იცავს მომხმარებელთა უფლებებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს რეგულაციებს და შეზღუდვებს მრავალ ქვეყანაში, აცნობებს ამის შესახებ მომხმარებლებს და ეხმარება მათ სამომხმარებლო უფლებების დაცვაში.





























